ვისაც იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ბირთვული უსაფრთხოების სამსახურს!„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საზოგადეობას მიმართავს, ყველა იმ მანქანას ჩაუტარონ შემოწმება, რომელიც იაპონიიდანაა ჩამოტანილი.
„საკითხი ეხება იმპორტირებული ავტომობილების მდგომარეობას, მათი რედიაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.
„იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების რიცხვი საოცრადაა გაზრდილი, მარტო წელს, იმდენიავტომობილი შემოვიდა საქართველოში იაპონიიდან, რამდენიც 2010-2013 წლებში ერთად.
იაპონიიდან შემოსულ მანქანებს აქვთ წითელი „სტიკერი", რაც ნიშნავს იმას, რომ შემოწმებულია მანქანა რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ჯერ კიდევ იაპონიაში. ძალიან სამწუხაროა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ საბაჟო დეპარტამენტთან ოფიციალური მიმოწერის შედეგად. კითხვაზე - არის თუ არა აღმოჩენილი საქართველოში რადიაციულად საფრთხისშემცველი მანქანები, ასეთი პასუხი მივიღეთ - 2011 წლიდან დღემდე, რადიაციის გამოვლენის შემთხვევა გამოვლინდა იაპონიდან იმპორტირებულ 45 ავტომობილზე. მათგან 44-ს ჩაუტარდა დეკონტამინაცია, გათავისუფლდა რადიაციული ფონისგან, ხოლო ერთი ავტომობილი იზოლირებულია ბათუმის პორტში.
ყველას, ვისაც იაპონიიდან იმპორტირებული მანქნა აქვს, საკუთარი და ოჯახის უსართხოებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიმართოს ბირთვული უსაფთხოების სამსახურს და ინდივიდულურად გაიაროს შემოწმება. დარწმუნდით, რომ თქვენი მანქანა 100%-ით უსაფრთხოა", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
წყარო http://mariami.gq/main/9-iaponia.htmlბიფორვარდზე არ ამოწმებენ მანქანებს?
რა ადგილზეა მიკრული წითელი სტიკერი?
საქართველოში სად შეიძლება შემოწმდეს მანქანა?