ინტერპოლმა ძებნა კიდევ ერთ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსანზე შეწყვიტა
17:50 2015-04-15
სერგო ქავთარაძეზე შიდა ძებნაა გამოცხადებული.
ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან კიდევ ერთი ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი ამოიღო. თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სერგო ქავთარაძე ინტერპოლით აღარ იძებნება.
როგორც ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, ინტერპოლის ბიუროსგადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი მათთვის არ განუმარტავთ.
სერგო ქავთარაძეზე შიდა ძებნაა გამოცხადებული, ამ დრომდე მიმდინარეობს საქმის განხილვა სასამართლოში.
მას გამოძიება თაღლითობას და თანხის გაფლანგვას ედავება.
http://newposts.ge/?l=G&id=71845-%E1%83%98...%83%9C%E1%83%90