გამარჯობათ,
თემა ეხება საწარმოებში წარმოების ხაზების ავტომატიზაციას და ავტომატიზაციისთვის საჭირო მოწყობილობებს
(პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერი (PLС) და მათთან თავსებადი გრაფიკული სენსორული პანელი, ჭკვიანი რელე, სიხშირული გარდამქმნელები, სერვო ძრავები და მათი ამძრავები, სხვადასხვა დანიშნულების ციფრული და ანალოგიური სენსორები, ენკოდერები.)
გთხოვთ გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებები აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით.
მაგალითისათვის წარმოგიდგენთ საკაბელო ქარხანაში 1973 წელს დამონტაჟებული ექსტრუზიის ხაზს, რომლის ავტომატიზაციაც გაკეთდა ჩვენს მიერ 2015 წელს.
ანუ სრულიად შეიცვალა ხაზის მართვა.
წარმატებები თემაში