საგზაო დეპარტამენტის თავჯდომარის ვაჟა ფანჩულიძის სამუშაო გამოცდილება სულ ეს არის:
2013- 2014
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტმენტის თავმჯდომარის მოადგილე;
2010-2013
იურიდიულ–საკონსულტაციო ცენტრი შ.პ.ს. „ეი ფი ლეგალი“
პარტნიორი/დირექტორი;
2006- 2010
საქართველოს მთავარი პროკურატურა, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
2006
საქართველოს მთავარი პროკურატურის სტაჟიორი.
2002-2005
საქართველოს გენერალური პროკურატურა, ქ. თბილისის პროკურატურა, ტექნიკური მუშაკი.
========
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვაჟა ფანჩულიძეს ერთერთ საგაზეთო ინტერვიუში მოყავს: „დეპარტამენტის 2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 2013 წლის დეკემბერში, თავდაპირველი ბიუჯეტი შეადგენდა 501 მლნ. ლარს. წლის ბოლომდე მოხდა ბიუჯეტის დაზუსტება ზრდის მიმართულებით, ანუ ბიუჯეტი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა 545 მლნ ლარამდე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2014 წელს მოხდა გაზრდილი ბიუჯეტის 97%-იანი შესრულება ანუ, ჯამში - 526 მლნ. ლარი.”
ანუ, გასულ წელს საქართველოს გზებზე წარმატებით დაიხარჯა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. გაითვალისწინეთ, რომ ეს გაუფასურებული ლარი არ გახლავთ. მაშინ კურსი სტაბილური იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დამატებით იხარჯება საერთაშორისო დონორების თანხები, რომლებიც ზემოთ ნახსენებ ნახევარ მილიარდში არ შედის. მაგალითად, აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს ქობულეთის შემოვლით და ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას. მთლიანად ამ 2 ლოტის ღირებულება 365 მლნ ლარია. ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს სამტრედია-გრიგოლეთის 53 კილომეტრიან მონაკვეთს. ესე იგი, საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მარტო გასულ წელს კოლოსალური თანხები არის დახარჯული. ახლა უმთავრესია სწორი პასუხი გაეცეს კითხვას - რამდენად ეფექტურად, მიზანმიმართულად და სწორად დაიხარჯა ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ლარი?
პ.ს.
"მოდით ფორმალური მიდგომები განზე გადავდოთ და ყველამ, ვისაც ქართულ ოცნებაზე გული შეგვტკივა, ერთად დავძაბოთ გონება და შევეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას: დაასახელეთ 2012-2015 წლებში დაწყებული სამი ისეთი საგზაო ან ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდის სავიზიტო ბარათი შეიძლება გახდეს.
1.
2.
3.
წყარო:
http://commersant.ge/?m=5&news_id=20959&cat_id=11პ.ს. ფული იხარჯება, გზებს კი არაფერი ეტყობა გაუმჯობესების.