სსფ წელს საქართველოში 2 და მომავალ წელს 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება
თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის წლევანდელი პროგნოზი 2%-მდე შეამცირა, ხოლო მომავალ წელს ფონდი საქართველოს ზრდის 3%-მდე დაჩქარებას ელოდება.
წინა, იანვარის პროგნოზში, სსფ წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-ით გაფართოებას ელოდებოდა, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა, რომელსაც მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტში ისევ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უდევს. მთავრობისგან განსხვავებით, პროგნოზი შეცვალა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ის სსფ-ის მსგავსად წელს 2%-ით განსაზღვრა.
სავალუტო ფონდის ეკონომისტების პროგნოზით, წელს საქართველოში 3%-იანი, ხოლო მომავალ წელს 5%-იან წლიურ ინფლაციაა მოსალოდნელი.
სსფ-ის ანგარიშის მიხედვით, 12 პოსტ-საბჭოთა ქვეყნისგან შემდგარ რეგიონში, საქართველზე შთამბეჭდავი ზრდა წელს ექნება: თურქმენეთს (9%), უზბეკეთს (6.2%) და ტაჯიკეთს (3%). 2%-იანი ზრდაა მოსალოდნელი ყაზახეთში, 1,7%-იანი - ყირგიზეთში, 0,6%-იანი- აზერბაიჯანში. რუსეთში სსფ წელს 3,8%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდება, უკრაინაში - 5,5%-იანს, სომხეთში - 1%-იანს, მოლდოვაში ასევე 1%-იანს.
სავალუტო ფონდმა აპრილის ანგარიშში, იანვრის 3,5-დან 3,8%-მდე გაზარდა მსოფლიო ეკონომიკის წლევანდელი ზრდის პროგნოზი.
ვიიიიშ!!! გუგუნ გუგუნ ნაცებო