მოგესალმებით,
წარმოგიდგენთ ახალ პროექტს
hostreview.ge, რომელზეც განთავსებულია თითქმის ყველა ქართული ან ქართულ-ევროპული ჰოსტინგ პროვაიდერი მათი მოკლე ისტორიითა და სერვისების აღწერით. აღნიშნული ჰოსტინგ პროვაიდერების მომხმარებლებს კი საშუალება ეძლევა შეაფასონ სხვადასხვა კრიტერიუმებით სერვისის მომწოდებელი 5 ბალიანი სისტემით და მცირედი განხილვაც დაურთონ პოტენციური კლიენტისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია თუ სად აიღოს ჰოსტინგ მომსახურება, ხოლო თქვენი მიმოხილვა და გამოცდილება კი ამ მიმართულებით დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტი იძლევა ჰოსტინგ პროვაიდერის მხრიდან კომპანიის საიტის დამატების საშუალებას, იმ შემთხვევაში თუ ის ჩვენ საიტზე არ იქნება წარმოდგენილი.
გარდა ჰოსტინგ სერვისებისა, პროვაიდერებს ასევე საშუალება ეძლევათ ჩვენი საიტის საშუალებით გააცნონ არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს მიმდინარე ან ახალი ფასდაკლებების შესახებ, საშუალება მისცენ მათ შეაფასონ და განიხილონ შეთავაზებები.
პროვაიდერების სორტირება მთავარ გვერდზე ხორციელდება მომხმარებლების მიერ დამატებული საუკეთესო შეფასებების მიხედვით.
გთხოვთ ჰოსტინგის მომხმარებლებს შეაფასოთ და განიხილოთ თქვენი პროვაიდერი.
დროთა განმავლობაში პროექტი დაიხვეწება და მიიღებს კიდევ უფრო სრულყოფილ სახეს, გეგმაშია აგრეთვე ყოველი თვის და წლის ბოლოს საუკეთესო პროვაიდერების გამოვლენა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით და ჯილდოების დაწესება.
პროვაიდერების წარმომადგენლებს გთხოვთ გადახედოთ საიტს თუ არ იქნება თქვენი კომპანიის გვერდი განთავსებული, დაამატეთ საიტიდანვე.
სისტემა: webhostingreview
დიზაინი: სტანდარტული
საიტის ბმული:
www.hostreview.geერთად ვიზრუნოთ ჰოსტინგ სერვისების განვითარებაზე.
დიდი მადლობა.
This post has been edited by hostreview on 20 Apr 2015, 01:46