ამ ქვეყანაში თაობები ბერდებიან და ვერ აღწევენ თავის იდეალებს ცხოვრებაში, შემდეგ შვილებს აწამებენ რომ თავისი იდეალები აიხდინონ და ისეთები გახადონ როგორებიც თვითონ ვერ გახდნენ.
შვილები ამბოხში არიან ურჩობენ, მშობელი ხელს იქნევს ეს შვილიც ბერდება და იგივე მეორდება.
მოგვეცით რჩევები ბიძებო-დეიდებო, რა ვქნათ როგორ ვიცხოვროთ, თქვენ ხო იცხოვრეთ და იცით - როგორ ცხოვრება არ ღირს
ზოგისთვის კარიერაა მნიშვნელოვანი, ზოგისთვის დამრავლება ტყუპ-ტყუპად.
ზოგისთვის კაცობა და ძმობა, გაგება იყო მათავარი და დღეს ან მიწაშია სპიცა გაყრილი ან პოლიტრაღა შერშენია ნუგეშად.
ზოგისთვის ცანცარი იყო მოწყენილობისგან თავის დაძვრენის საშვალება, და დღეს ან ჭურჭელს რეცხავს კუხნაში გამწარებული ან 100 მანეთიანების სიაშია მოძველო ტიპის მობილურის კანტაქტერბში.
ზოგისთვის ცხოვრება დორბლ მოდენილი დაძაბუნებული ცქერაა დაუმსახურებლად ფულში მობანავე ბიძიკოებისთვის, რომლებისთვისაც ერთადერთ ღირებულებას თავისი არაფრისმთქმელი ვიწროთბილისური ავტორიტეტი წარმოადგენს
ზოგს კი ისე ნიჭიერად მოუწყვია თავისი ცხოვრება, თავს ირთობს, სხვებსაც ართობს, პოზიტივს აფრქვევს, სიცოცხლის წყურვილს აღვივებს, მშვენიერებას ეტრფის, სისუფტავეს აფასებს (სულში თუ ქუჩაში), წლები ემატება - შინაგანად კი ახალგაზდა რჩება, სწავლოსბს - და ცდილობს სხვებსაც ასწავლოს, იზდება - და უნდა ხედავდეს სხვების შინაგან ზრდას, არ უნდა დაპირისპირება და დამტკიცება ვაჟნობის - ლაღია და თავისუფალი, უბრალო და დახვეწილი, ზრდილი და უშვალო, მშვიდი და მებრძოლი - მებრძოლი ყოველგვარ დესტრუიქციულთან.
მაგრამ ასეთი თუ ხარ, რამდენიმე წელი და საქართველოდან სადღაც შორს დაპრიალებულ ქალაქში ხარ
მე ერთს ვიტყოდი
თუ მშობელი ნორმალურია და ევრო-სტანდარტების იდეები აქვს ბავშვის განათლებისეულ აღმზდელობაში და არა პრეისტორიული, დიახ უნდა ,,აწამოს" შვილი და ჩამოასხას მისგან ევრო-სტანდარტის მოქალაქე.
თუ რუსეთუმეა ერთი ან მეორე მშობელი ან შვილი, თუგინდა დალნოვოსტოჩნოეშიც გადაკარგულან.
თუ მოეროვნულენი არიან - მუხლები უნდა შევუმოწმოთ, მეტანიებში გადაყვლეფილი აქვთ თუ არა კანი, თუ არადა რაღა ასეთი მოეროვნულე და რაღა რუსეთუმე.

დაე ამ აღდგომა დღეს აღმდგარიყოს თქვენი დაძაბუნებული ქონიანი სულები
This post has been edited by syus on 12 Apr 2015, 01:31