#44335781 · 16 Apr 2015, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სირიელი ასურელების სიკვდილი იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვახსენდეს - თურმე საქართველოშიც ცხოვრობენ ასურელები!
ჟურნალისტი რამილია ალიევა სირიაში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: „სიცხის ბრალია, ვბოდავ! სიკვდილს არც ეროვნება, არც რელიგია აქვს. არც მკვლელობას და მკვლელს! რატომ გახდა ასეთი აქტუალური დღეს საქართველოში ფოტოები სირიიდან, რომლებიც თვეების წინ ვრცელდებოდა (წლებია, სირიაში საშინელებები ხდება)?! რატომ დაუკავშირდა ეს ყველაფერი პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წასვლის თემას?! გვინდა ვთქვათ, რომ, ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეები სირიაში ქრისტიანებს კლავენ?! სირიაში - შიიტებს არ კლავენ? იეზიდებს არ კლავენ? სუნიტებს არ კლავენ? ისე, მაინტერესებს, ფოტოებზე როგორ არკვევთ - რომელი ბავშვი რა რელიგისაა? ბავშვებს რელიგია არ აქვთ, ბავშვი ბავშვია! მსხვერპლსაც არ აქვს რელიგია... სამწუხაროა, რომ "ინტერესების" გამო ამდენი ადამიანი იღუპება... ძალიან კარგია, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება მსოფლიო თემებზე ასეთი "მგრძნობიარეა", "შარლ ებდოები" ვართ. ... და ბოლოს, სად იყავით მაშინ, როცა პარლამენტის წინ იყო ასურელების აქცია, სირიელი ასურელების მიმართ განხორციელებული ვანდალიზმის წინააღმდეგ. ის ფოტოები ზუსტად მაშინ იყო გავრცელებული... მაგრამ მაინც კარგია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. საქართველოს თემებზეც ასე ჩავერთოთ. პ.ს. სირიელი ასურელების სიკვდილი იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვახსენდეს - თურმე საქართველოშიც ცხოვრობენ ასურელები. ჩვენი მედია ახლა აკეთებს რეპორტაჟებს - თუ სად ცხოვრობენ ასურელები საქართველოში, როგორი ტრადიციები აქვთ და ახლა ჩნდებიან საქართველოს მოქალაქე ასურელები ტელეეკრანებზე. ეს უბრალოდ სირცხვილია! ვბოდავ!" - წერს ჟურნალისტი.http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=6203...6UMrW0.facebook
მიმაგრებული სურათი
--------------------
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი" რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"
|