სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობას იწყებს
20:32 07-03-2014
სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობას იწყებს სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობას იწყებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი 20 მილიონი ლარი დაჯდება და სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85–95 %–ით შეამცირებს. პროექტს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" ახორციელებს.
ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს რეგიონალური ინტერნეტის განვითარების კონცეფცია. "ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა
ინტერნეტის გავრცელების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელიც გულისხმობს მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში თანამგზავრული ინტერნეტწერტილების ფორმირებას,
ტურისტულ ადგილებში უფასო ჭIFI წერტილების მოწყობას,
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში სატელეკომუნიკაციო მაგისტრალების პარალელურ მშენებლობას,
რეგიონალური მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების სტიმულირებას,
არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ეფექტურად გამოყენებას,
საქართველოს მოსახლეობისათვის მიწოდებული ინტერნეტის ხარისხის კონტროლს", - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს წევრებმა პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით დღევანდელ სხდომაზე მოიწონეს კანონპროექტი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ.
ყვარყვარე მიაწერეს სიას ეს ყველაფერი