http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=37838დევნილთა და განსახელბის მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სირიიდან და ერაყიდან დევნილების მიმართ საქართველო ლიბერალურადაა განწყობილი. მისი განმარტებით, სამინისტრო მათ დაჩქარებული წესით ანიჭებს სტატუსს. მიუხედავად ამისა, ცნობილი ხდება, რომ სირიიდან დევნილთა ნაწილმა თავშესაფრის მიღებაზე უარი განაცხადა. მიზეზი კი ის არის, ასეთ შემთხვევაში მათ მესამე ქვეყანაში გასავლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ტელეკომპანია ''იმედთან'' ასირილეთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი აცხადებს, დევნილთა უმრავლეობას სტატუსის მიღება ევროპულ ქვეყნებში სურს.
''ევროპაში სხვა პირობებია, ლტოლვილებისთვის და მარტო ასირიელები კი არა, სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ სურვილი ევროპაში გადასვლის. ალბათ საქართველო თუ უფრო დაეხმარება ამ ხალხს, ისინი დარჩებიან საქართველოში,“-განაცხადა დავით ადამოვმა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2114 ერაყელმა მიმართა უწყებას თუმცა, 1129 პირმა გადაწყვეტილების მიღებამდე დატოვა ქვეყანა. ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 77-ს, ჰუმანიტარული სტატუსი 217-მა მიიღო, 355 საქმე კი ამ დრომდე განიხილება.
„როდესაც ერაყის ომის დროს ერაყელები გადავიდნენ სირიაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა დაიწყო ერაყელების გარკვეული ნაწილის ევროპაში გადასახლების პროგრამა ვინაიდან სირია არ მიიჩნეოდა უსაფრთხო ქვეყანად, მას შემდეგ, რაც სირიაში დაიწყო საომარი მოქმედებები, ერაყელები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სირიის ტერიტორიაც და გადასულიყვნენ მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ისინი ფიქრობდნენ, რომ გაერო საქართველოდანაც გააგრძელებდა ამ პროგრამის განხორციელებას მაგრამ მათ უარი მიიღეს რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევა.“ - აცხადებს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების უფროსი ირაკლი კოკიაია.
შიანაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, პრემიერის გადასაწყვეტია დააყენებს თუ არა აღნიშნულ საკითხს მთავრობის სხდომაზე.
„პრემიერმინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, მთავრობაში დააყენებს საკითხს თუ რამდენად მზადაა ამისთვის სახელმწიფო.“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.