"ზესტაფონში ამნისტირებულმა ძმებმა მარტოხელა მამაკაცი ცემით მოკლეს"
2015-04-16 18:37:00
„ნაციონალური მოძრაობის“ ზესრტაფონის რაიონული ორგანიზაციის ინფორმაციით, ზესტაფონში ამნისტირებულმა ძმებმა მარტოხელა მამაკაცი მოკლეს.
„ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრებ მარტოხელა მამაკაცს, 14 აპრილს შელაპარაკება მოუვიდა მეზობლებთან, რომლებიც ამინისტირებული პატიმრები არიან. ძმებმა ისე სცემეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პოლიციამ კი საქმე უბედური შემთხვევის მუხლით აღძრა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, პოლიცია ფაქტის გახმაურებას და მკვლელობის დაფარვას ცდილობს. ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს უკვე მეორე ფაქტია ზესტაფონში როდესაც, ამინისტირებული პატიმარი მკვლელობას ჩადის. პ.ს. შემცირებული კრიმინალი ქვეყანაში“, - ნათქვამია ენმ-ის ინფორმაციაში.
„ნიუპოსტმა“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, სადაც მკვლელობის ფაქტი არ დასტურდება.
http://newposts.ge/wap.php?ID=71973