U-35
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1819
წევრი No.: 183185
რეგისტრ.: 14-March 14
|
#44341684 · 17 Apr 2015, 18:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბანქო მრავალფეროვანი თამაშობანი, რთული ლოგიკით, აღმასვლისა და დაცემის მონაცემებით, უიღბლობითა და გამართლებით, რთულსა და მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებას იმეორებენ. წორედ ეს ქმნის აზარტის მომნუსხველ ძალას, რაც ყველა დროს და ყველა ხალხში იპყრობდა წარჩინებულთა თუ მდაბიოთა სულებს ( ვისთვისაც ბანქოს თამაში ცხოვრების დედააზრია, ის სულით მდაბიოა ეს ჩემი, იუზერ U-35-ს აზრით ) ამ კუთხით მასთან ახლოსაც ვერ მივა ჭადრაკი, ვერც დომინო და სხვა, რომელიმე სათამაშო სახეობა.
ბანქო, ანუ სათამაშო ქაღალდი, იგივე კარტი დღეს მთელს მსოფლიოშია პოპულარული, მაგრამ როდის გაჩნდა ის, ზუსტად არავინ იცის. შუა საუკუნეების ზოგიერთი თეოლოგი მას ეშმაკეულს უწოდებდა, რომელიც სატანამ კაცთა საცდუნებლად შექმნა, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ იგი უფრო ღვთიური წარმოშობია იყო, რადგან მისნობასა და სხვადასხვა მაგიურ რიტუალში გამოიყენებოდა. ვისაც ერთხელს სჭერია ხელში ბანქო დასტა, ალბათ იმითაც დაინტერესებულა, რა იცის მისი წარმოშობის შესახებ ისტორიამ და რისი სიმბოლოებია მასზე ნახატებად გამოსახული.
სამშობლო და შემქმნელები
ბანქოს დაბადება, ერთ-ერთი ვერსიით, დამწერლობის, ანგარიშისა და კალენდრის შემქმნელ ძველეგვიპტურ ღვთაება თოტს უკავშირდება, რომელიც სწორედ მისი საშუალებით გადასცემდა ადამიანებს სამყაროს ოთხი სტიქიის-ცეცხლის, წყლის, ჰაერისა და მიწის შესახებ ცოდნას. შუა საუკუნეებში, ებრაელმა კაბალისტებმა დახვეწეს ეს ძველი გადმოცემა. მათი წავლებით ბანქოს ფერები ( ანუ მასტები ) სტიქიის სულების ოთხ კლასს აღნიშნავს: აგური-ცეცხლის სულებს, სალამანდრებს; გული-ჰაერის სტიქიის მბრძანებელ სილფებს; ჯვარი-წყლის სულებს, უნდინებს; ყვავი-მიწისქვეშეთის მეუფე გნომებს. შუა საუკუნეების სხვა მისტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბანქო ადამიანის ბუნების ოთხ სახოვნებას გამოხატავს: გული-სიყვარულს, ჯვარი-ცოდნისადმი სწრაფვას, აგური-ფულის სიყვარულს, ყვავი-სიკვდილს. თუმცა ბანქოს წარმოშობის შედარებით სარწმუნო ვარიანტებად ორი ვერსია ჩანს. პირველის თანახმად, ის ინდოელმა ბრამიანებმა დაახლოებით ჩვენს ერამდე 800 წელს შექმნეს. სხვა ვერსია კი გვამცნობს, რომ ბანქო 8-ე საუკუნის ჩინეთში, ტანის დინასტიის მმართველობის პერიოდში დაიბადა. ევროპაში ბანქოს შემოსვლის ზუსტი დრო დაუდგენელია, მაგრამ ისტორიკოსთა ნაწილი თანხმდება, რომ ის ჯვაროსნული ლაშქრობების მონაწილეებმა 11-13 საუკუნეებში შემოიტანეს. სხვა ვერსიით 10-ე საუკუნეში, იტალიაში შეჭრილმა სარკინოზებმა შეიტანეს. ამ ვერსიას ბანქოს შესახებ ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტი ამყარებს, რომელიც 1379 წლით თარიღდება. "ბანქოს თამაში სარაცინის ქვეყნიდან შემოვიდა, სადაც მას ნაიბს უწოდებენ"-ნათქვამია დოკუმენტში. ევროპაში ბანქო სწრაფად გავრცელდა და წამყვანი გახდა აზარტულ თამაშებიდან. ეკლესია და ხელისუფალნი აკრძალვის მიზნით აკმაოდ მკაცრ ზომებს, არც თუ იშვიათად მიმართავდნენ. ცნობილია, რომ 1254 წელს საფრანგეთის მეფე ლუი 9-ე წმინდამ გამოსცა კანონი, რომელიც ბანქოს თამაშში შემჩნეულთა გაროზგვას ითვალისწინებდა.
ევროპულად მოხატული
სარკინოზებისგან ნასესხევი თამაში ევროპაში საკმაოდ შეიცვალა. ყურანი მორწმუნეებს ადამიანის გამოსახულების ხატვას უკრძალავდა და მათ ბანქოს ქაღალდზე მხოლოდ ციფრები ეწერა. ევროპაში კი ბანქოზე მეფეების, დედოფლებისა და რაინდების გამოსახვას თავდაპირველად საფრანგეთსი მიჰყვეს ხელი. დაუზუსტებელი ვერსიით, პირველად ბანქოს ბარათები, ნაკლებად ცნობილმა მხატვარმა ჟაკმენ გრეგონერმა კარლოს 6-ს საგანგებოდ მოხატა. ცნობილია, რომ ევროპული ბანქოს, ტაროს ყველაზე ადრეული ცნობილი დასტა 14 საუკუნის იტალიაში კერძოდ, ლომბარდიაში დამზადდა. მასში ოთხი მატი იყო: ფიალის, ხმლის, ფულია და კვერთხის გამოსახულებით. თითოული მასტი ათი ციფრიანი და ოთხი ნახატიანი ბარათისგან შედგებოდა: მეფის, დედოფლის, რაინდია და საჭურველთმტვირთველის. ამ 56 ბარათის გარდა, დასტაში კიდევ 22 კოზირის ბარათი იყო 0-დან 21-მდე ციფრებით თითოეულს თავისი დასახელება ჰქონდა. ევროპაში ბანქოს თამაშობათა პოპულარობი ზრდასთან ერთად, ტაროს დასტიდან ნელ-ნელა გაქრა კოზირებისა და რაინდთა გამოსახულებიანი ბარათები, თუმცა დარჩა მასხარა, რომელმაც ჩვენამდე ჯოკერის ახელით მოახწია. სრული დასტები მხოლოდ სამკითხაოდ სემორჩა. დასტაში ბარათების კლებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში აზარტის გამიჯვნა ოკულტიზმისა და მაგიის სამყაროსგან. ამასთან დიდი რაოდენობის ბარათებით თამაშის წესების დამახსოვრება იოლი არ იყო, თანაც საბეჭდი დანადგარის გამოგონებამდე ბანქოს ბარათებს ხელით ამზადებდნენ, რაც მის მაღალ ფასსაც განაპირობებდა. სწორედ გაიაფების მიზნით დასტა ამჟამინდელი 52 ბარათამდე შემცირდა. რაც შეეხება მასტების მნიშვნელობას, იტალიურ სისტემაში ყვავი მახვილი იყო, ჯვარი კვერთხი, გული თასი, ხოლო აგური მონეტა. მოგვიანებით გავრცელდა შვეიცარიული ვარიანტი, რომლის ანალოგიც იყო გერმანული, მაგრამ ყველაზე გამძლე მასტების ფრანგული სისტემა გამოდგა, რომელმაც ოცდაათწლიანი ომის ( 1618-48 ) შემდეგ ბანქოდან განდევნა კიდეც სხვა სიმბოლიკა და დღეს ყველგან ის გამოიყენება.
გვირგვინოსნები და რაინდები
შემდგომი სამი საუკუნის განმავლობაში არაერთი მხატვარი შეეცადა ბანქოს სიმბოლიკის გამრავალფეროვნებას. დროდადრო ჩნდებოდა დასტები, რომელებშიც ოთხი მასტი ცხოველების, მცენარეების, ფრინველების, თევზებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოახულებით იყო წარმოდგენილი. ერთხანს საფრანგეთში გაჩნდა მშვიდობის, თანასწორობის, ძმობისა და ჯანმრთელობის გამომხატველი ალეგორიული ფიგურებიც, მოგვიანებით სოციალიზმის მქადაგებლებმა ბანქოს მასტებს პრეზიდენტების, კომისრების, მეწარმეებისა და მუშების გამოახულებით შექმნეს. რაც შეეხება ფიგურებს ბანქოს ბარათებზე, აქ აქმე სხვაგვარად იყო. მაგალითად, ბანქოს მეფეები იმ ლეგენდარულ გმირ მმართველებს განასახიერებდნენ, რომლებიც შუა საუკუნეების ევროპელებს აღაფრთოვანებდნენ და საბოლოოდ დღემდე ასე შემორჩა: ფრანკთა მეფე კარლოს დიდი-გულის მასტის მეფეს, ბიბლიური მეფე დავითი-ყვავის მასტის მეფეს, იულიუს კეისარი-აგურის მასტის მეფე, ალექსანდრე მაკედონელი-ჯვრის მასტის მეფე. დედოფლის მასტი: გული-ბიბლიური გმირი ქალი, ივდითი. ყვავის-სიბრძნისა და ომის ძველბერძნული ქალღმერთი ათენა. აგური-ბიბლიური იაკობის ცოლი რაქელი. ჯვარი-ფრანგების მიერ გამოგონილი პერსონაჟი-არგინა, რომელიც ლათინურ რეჯინას ( დედოფალს ) ანაგრამაა. ვალეტის მასტი: თავდაპირველად მათ ოთხი უსახელო რაინდი არულებდა თუმცა ბანქოს ამ პერსონაჟის სახელი უფრო ლაქიად მოსამსახურედ ითარგმნება. გული-ასწლიანი ომის დროინდელი ერთერთი ფრანგი სარდალი-ეტიენ დე ვინელე. ყვავი-ოჯე დანიელი, თქმულებების თანახმად მას ზღაპრული მეფე ართურის და, ფერია მორგანა მფარველობდა და მისი წყალობით ამარცხებდა გოლიათებს, მოჯადოვებულ პრინცებს კი სამფლობელოებს უბრუნებდა. აგური-ჰექტორ დე მარე, მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი რაინდის, სერ ლანსელოტის ნახევარძმა. ჯვარი-სერ ლანსელოტი, მრგვალი მაგიდის უმთავრესი რაინდი. იყო ამ ისტორიული თუ ლეგენდარული ფიგურების, სხვადასხვა ისტორიული პიროვნებეით ჩანაცვლების ფაქტებიც, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც ამ პერსონაჟებმა ჰპოვა თუმცა ზოგს მცირედი, ზოგს კი რადიკალური სახეცვლილებით, ზუსტი ბუნებრივი ისტორიულად ცნობილი გამომეტყველებისგან განსხვავებით.
კალენდარული ვერია
შთამბეჭდავია ვერსია, რომლის თანახმად, ბანქოში, თითქოს დროა ასახული. მასტების ორი ფერი, დღესა და ღამეს აღნიშნავს. 52 ბარათი წელიწადში კვირათა რაოდენობას ასახავს, ხოლო ჯოკერი ნაკიან წელიწადს. ამ თეორიის თანახმად, ბანქოს ოთხი მატი წელიწადის დროებს შეესაბამება. თუკი თითოეულ ვალეტს 11 ქულით შევაფასებთ ( ის ათიანის შემდეგ მოდის ) ქალს 12-თ, მეფეს 13-თ, ხოლო ტუზს ერთიანით, დასტაში ქულათა რაოდენობა 364-ს შეადგენს. ერთქულიანი ჯოკერის დამატებით კი იმდენს მივიღებთ, რამდენი დღეცაა წელიწადში. ხოლო მთვარის კალენდრის თვეების რაოდენობა-13 დასტაში თითოეული მასტის ბარათის რაოდენობას შეესაბამება.
|