#44333840 · 16 Apr 2015, 20:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo...tml?id=26961267კიევში მოკლეს ჟურნალისტი ოლეს ბუზინა, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრორუსული შეხედულებებით. მანამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ცნობა ჟურნალისტ სერგეი სუხობოკის მკვლელობის შესახებ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ოლეს ბუზინას თავისივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ბუზინა სტატიებს აქვეყნებდა გაზეთ „სევოდნიაში“, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მოსკოვის პოლიტიკას. დღესვე გავრცელდა ცნობა დონეცკელი ჟურნალისტის, სერგეი სუხობოკის მკვლელობაზე. მედიასაშუალებები არ აზუსტებენ, ის დონეცკის ოლქში იქნა მოკლული, თუ სადმე სხვაგან. წინა დღეს, ოთხშაბათს საღამოს კიევში თავისი სახლის სადარბაზოსთან იქნა მოკლული პარლამენტის ყოფილი წევრი „რეგიონების პარტიიდან“, ოლეგ კალაშნიკოვი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „ანტიმაიდნის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. * * * ყოფილა თემა უკრაინული რეფორმები და მათი მსგავსება საქართველოსთან
--------------------
,,დედა რა კენჭივით გაიარა ამ 20-მა წელმა'' libero
,,Жизнь - это как большой супермаркет, бери что хочешь, но не забывай - касса впереди , за всё придется платить''
,,Если вы имеете совесть, то вас имеют те, кто ее не имеет''
|