#44361251 · 20 Apr 2015, 01:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგარი კაცი იყო მუჰამედ ჰოსნი მუბარაქი. ანვარ სადათის შემდეგ ქვეყანა ფეხზე დააყენა. ისლამისტი ექსტრემისტები და ტერორისტები სახრჩობელაზე და ციხეებში გაუშვა და ეგვიპტე დაამშვიდა. შენდებოდა ეგვიპტე, მოდიოდა ზღვა ინვესტიციები და გეგონებოდა მთელი მსოფლიო ეგვიპტეზე მუშაობსო. მაგრამ. 2008 წლიდან მსოფლიო ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა დედა უტირა ქვეყანას. არ უნდოდა სესხების აღება, ეგონა გაუმკლავდებოდა, მაგრამ ვერ შესძლო. საშინლად იზრდებოდა ქვეყნის მოსახლეობა. დაღებული პირები საჭმელს ითხოვდნენ და ისლამისტების პროპაგანდით ქუჩებში გამოვიდა დამშეული ხალხი. მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემმა ნაცნობმა გენერალურმა პროკურორმა, რომელმაც სასამართლოს გარეშე ციხიდან გამოუშვა ბედუინის მკვლელი (თავდაცვის მიზნით) ქართველი ლაშა აბრამიშვილი, მუბარაქის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. სადღაც 2010 წლის მარტში ვესწრებოდი მის გამოსვლას. ვერავინ იფიქრებდა, როგორ შეიცვლებოდა დრო 1 წელიწადში. ჯერ კიდევ ცოცხალიაო, ზემოთ ითქვა. აზრი აქვს კი, მის სიცოცხლეს? ის პოლიტიკურად მოკვდა 2011 წელს.
This post has been edited by gochaj on 20 Apr 2015, 01:35
|