მოდერს ვთხოვ არ დახუროს თემა, რადგან არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო ჩვენი მოქალაქეები შეიძლება მოტყუებულნი აღმოჩნდნენ.
როგორ განვასხვავოთ ყალბი ვიდეოკამერა ორიგინალისაგან:
ვიდეოკამერის ყიდვისას შეხედეთ პირველ რიგში ობიექტივს. თუ ფართო შუშის ქვეშ ობიექტივი წერტილამდე პატარავდება, ანუ მობილურის კამერის ზომაა ასპროცენტიანი ყალბია, ობიექტივის ადგილზე მობილურის კამერაა ჩასმული. (გამონაკლისია ვიდეორეგისტრატორები, Gorpo-ს ტიპის კამერები).
იხ. ყალბი ვიდეოკამერის ფოტო, ასევე წაიკითხეთ ეს სტატია:
http://www.webpark.ru/comment/kitayskaya-poddelkaრას უნდა მივაქციოთ ყურადღება ციფრული ვიდეოკამერის შერჩევისას.
1. პირველ რიგში მატრიცის ზომა.
პირობითად შეიძლება ასე დაიყოს მატრიცის ზომების მიხედვით:
1/8 ან 1/6 დუიმი (ინჩი) - სამოყვარულო.
1/4 - სამოყვარულო ან ნახევრად პროფესიონალური.
1/3 ან 1/6 *3 ან 1/5*3 (სამ მატრიციანი) - ნახევრად პროფესიონალური ან პროფესიონალური.
1/2 ან 1/4*3 ან 1 - პროფესიონალური.
2. გამოსახულების სტაბილიზაცია.
ელექტრონული - სამოყვარულო.
ოპტიკური - ნახევრად პროფესიონალური ან პროფესიონალური.
3. ზუმი ანუ მოახლოება.
ელექტრონული - სამოყვარულო.
ოპტიკური - ნახევრად პროფესიონალური ან პროფესიონალური.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ზუმი არ არის ისეთი მნიშვნელობის მქონე, როგორც არეკლამებენ მარკეტოლოგები. 30x, 50x, 100x მხოლოდ მარკეტინგული სვლაა. გადაღებისას მნიშვნელობა აქვს ოპტიკის ხარისხს და არა მოახლოების ჯერადობას. როგორც წესი, საუკეთესო ობიექტივებს პატარა ზუმი აქვთ ~10x, მაგრამ შუქძალა, სიმკვეთრე და გამოსახულების ხარისხი ბევრად უკეთესი.
4.რაზე ხდება ინფორმაციის ჩაწერა.
მოძველებულიდან ახლამდე შემდეგი მიმდევრობაა: მაგნიტური ლენტი MiniDV, DVD დისკი, მყარი დისკი HDD, ფლეშ-მეხსიერება.
5.ოპტიკის/ობიექტივის შუქძალა (აპერტურა, светосила).
აღინიშნება როგორც 1/F, სადაც F არის დიაფრაგმის მინიმალური მაჩვენებელი. რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესი. მაგ.: 1/1.4 უფრო ”ნათელია” ვიდრე 1/2 და ა. შ.
6.არის კიდევ რამდენიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მახასიათებელი:
- ხმის ჩაწერის ხარისხი;
- ვიდეოს ჩაწერის ფორმატი: MP4 და ა. შ. ;
- ელემენტის ხანგრძლივობა;
- საკომუნიკაციო პორტები, USB და ა. შ.;
- ეკრანის ზომა და ხარისხი; 2.7, 3.0, 3,2 ან 3.5 დუიმი დიაგონალის ზომით.
- სხვადასხვა ეფექტები, ღამის გადაღება და ა. შ.
ვიდეოკამერების შედარება
http://www.e-katalog.ru/t114.htmან
http://www.digicam.com.ua/camcoders/compare.phpასევე ძალიან მომრავლებულია ყალბი "ფლეშკები" და SD ბარათები. დაწეროს ვისაც შეხვედრია. ასევე დაწერეთ სხვა ყალბი ტექნიკის შესახებ.
მიმაგრებული სურათი