#44338864 · 17 Apr 2015, 12:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების აკადემია აცხადებს მიღებას ლექციათა კურსზე: საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების უსაფრთხოება კურსი მოიცავს შემდეგი საკიხების შესწავლას: - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების უსაფრთხოების სტრატეგიის ზოგადი დახასიათება. უსაფრთხოების სისტემების მოდელების შემუშავება და მართვის პირობები. - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების უსაფრთხოების სისტემაში ინფორმაციული ტექნოლგიების დანერგვისა და გამოყენების სტრატეგია. - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების ტექნოლოგიური უსაფრთხოების მართვის მექანიზმები გლობალურ ანტიკრიზისულ ღონისძიებათა სისტემაში; - კიბერდანაშაულის ცნება, კიბერდანაშაულის განვითარების ისტორია, კანონმდებლობა და კიბერკრიმინალზე შესაბამისი პრევენციული მექანიზმები ; - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებში უსაფრთხოების სისტემის მიერ ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის კონცეპტუალური საფუძვლების სხვადასხვა მექანიზმები - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების უსაფრთხოების სტრუქტურისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტები და მათი განხილვა. - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების კომერციულ და კონფიდენციალურ ინფორმაციებთან ადამიანური რესურსების წვდომის დონეების რისკების განხილვა და მათი შემცირების მეთოდები; - საკრედიტო -საფინანსო ორგანიზაციებში სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი პრინცპები, რისკების შეფასება, ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმი და საგანგებო სიტუაციების მართვის ეტაპები - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებში განხორციელებული თაღლითური სქემების დეტალური ანალიზის საფუძველზე, კრიზისული სიტუაციების განვითარების რისკების შემცირებაში ადამიანური რესურსების მიერ გამოყენებულ პრევენციულ ღონისძიებათა სისტემების მარგი ქმედებების კოეფიციენტების შეფასებები; - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებში ძალადობრივი გზებით კრიზისული სიტუაციების მოულოდნელი განვითარებისას (ძარცვა, ყაჩაღობა, ტერორიზმი), რისკების მინიმალიზაციისთვის, ადამიანური რესურსების ფსიქოლოგიურ მეთოდოლოგიებზე დაფუძნებულ აპრობირებულ ქმედებათა მნიშვნელობა; - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციის საქმიანობაში კრიზისული უბნების ანალიზი და უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ღონისძიებების არქიტექტურა; - რისკების შეფასებების სისტემების შედარებითი ანალიზი და ადეკვატური რეაგირების ხარისხობრივი შედეგები, საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებში კრიზისული სიტუაციების მართვის მენეჯმენტის განხორციელებისას; - საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციის საფრთხეების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განასახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების კომპლექსური სისტემა; კურსის ხანგრძლივობა არის 2 თვე. ღირებულება: 380 ლარი დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ დაგვეკონტაქტოთ შემდეგ მისამართზე: ncsageorgia@yahoo.com
|