იმედია სათაური ინფორმატიულია
ე.ი.
ძალიან მიკვირს და მაოცებს კოლოსალური განსხვავება რუსეთის სიძულვილს,მიუღებლობასა და ამერიკის მიმართ გაჩენილ ემოციებს შორის
ბუნებრივია საქართველოში მაცხოვრებელს მეზობლის სიძულვილისთვის ბევრი დაფიქრება და მიზეზის ძებნა არ სჭირდება
დიდი ხანია მათ იმპერიალისტურ გეგმებშიც ჩვენც ვფიგურირებთ და ყველა თაობა თავის თავზე იწვნევს,თუ როგორია იყო რუსეთის მეზობელი
და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა - დაგვეხსენი,ჩრდილოელო!

ის მაინც არ გვანებებს თავს
ჩვენც ცხადია ვერ ვიტანთ რუსეთს,მის მმართველ ძალას,მათ იდეოლოგიას.ვერ ვიტანთ იმათ ვისაც ნელ-თბილი და ხშირად ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვს რუსეთთან.ვერ ვიტანთ იქ გასტროლებზე ჩასულებს და ევრაზიული კავშირის წევრებს და ეტც
ეს ყველაფერი გასაგებია.
მაგრამ ბევრი ზღვის და მეზობლის იქით არის ასევე ვიღაცისთვის ჩრდილოელი მეზობელი სახელად ამერიკა
რომელსაც თავისი მიზნები და გეგმები აქვს,რომლებიც უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და მხოლოდ სამხრეთელი მექსიკით არ შემოიფარგლება.
ცოტა შორს რომ გავიხედოთ,აზიის მხარეს,ადვილი დასანახი არ იქნება ყველა ის დემოკრატიის სახელით ჩადენილი სისასტიკე,რომლის თავი და თავი ჩვენმა მოკავშირე იყო და არის.
ალბათ არაა რთული თუნდაც ერთი წუთით საშუალოსტატიკური ირანელის ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი,რომლის ქვეყანაშიც ამ ბევრზე ბევრი კილომეტრით დაშორებულმა ქვეყანამ სისხლიანი რევოლუციები მოაწყო,რომ ამავე ქვეყნის ბუნებრივი რესურსები ხელში ჩაეგდო.
მხოლოდ ამ ერთი ქვეყნის მაგალითზეც სრულიად საკმარისია,რომ ჩამოყალიბებულ პიროვნებას ასევე ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნდეს ამერიკისადმი
მე კი მჯერა.რომ ჩვენთან ბევრი ჩამოყალიბებული პიროვნებაა,თუნდაც ზემოთ ნახსენებ ადამიანებს შორის,მაგრამ რატომღაც მათი სიძულვილი მხოლოდ რუსეთისადმი შემოიფარგლება და ამერიკა,როგორც წესი დემოკრატიის შუქურადაა მიჩნეული.ამ ქვეყნის საელჩოშიც ასი ათასობით მთოხვნელი მიდის,რომ შანსი მიეცეს იქ გადაცხოვრების.ეს ადამიანები არავის ეზიზღება.

არც ამერიკაში გასტროლებზე წასულ მოცეკვავე მომღერლებს დაძრახავს ვინმე და ა.შ.
რასთან გვაქვს საქმე მეგობრებო,სტანდარტულ ორმაგ სტანდარტებთან თუ კიდეა რამე?
This post has been edited by melodyman/ on 17 Apr 2015, 02:52
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi