როდესაც ირაკლი წასული იყო ამერიკაში და იქ სამხედრო წრთვნებს გადიოდა, ერთხელაც დავურეკე და ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. რა ხდება მეთქი? და ერთი ჩემი მეგობარიო, ძალიან კარგი ბიჭიო, წრთვნების დროს ალიგატორებმა შეჭამესო! თურმე ჭაობი უნდა გადაელახათ ვარჯიშის დროს. რატომღაც დაირღვა უსაფრთხოების პირობები და ეს საწყალი ბიჭი ასე ტრაგიკულად დაიღუპა. აი, ასეთი ურთულესი წრთვნები აქვს ირაკლის გავლილი."- განაცხადა ფანჯიკიძემ.
ბაკურ სვანიძე ნათია ფანჯიკის განცხადებას გამოეხმაურა:
„არც კი ვიცი ახლა ავიცინო?
ადამიანებო! ვინმეს როდესმე გაგიგიათ (თან უახლოეს წარსულში) რომ ამერიკის არმიის წრთვნების დროს ჯარისკაცი ალიგატორებს შეეჭამათ?
ან ეს მართლა სკადალურ-ტრაგიკული შემთხვევაა როგორ გამორჩა ამერიკის მედიას?
არა, თუ ვინმე მართლა შეჭამეს ალიგატორებმა, ღმერთმა აცხონოს საწყალი მაგრამ...
სინამდვილეში რა ხდება?
ეს კაცი ემარიაჟებოდა ცოლს- ნახეთ რა მაგარი ბიჭი ვარ, როგორი „რემბო" ვარო?
თუ ის ცოლია ამ დონის გულუბრყვილო: რომ ასეთ სულელურ ისტორიებს  ასე იოლად იჯერებდა?
წარმომიდგენია, რა ნაზად შეჰკივლებდა ნათია- „ვაიმე! ირაკლი! ჩამოდი დროზე! ჩემო „რემბო!" ბრავო ფანტაზიებში ორივეს!
ისე მგონია, რომ ერთი ატყუებდა- ნახე რა მაგარი ვარო!
მეორე ატყუებდა- შენი ტყუილების მჯერაო!
და ახლა ორვე ერთად ცდილობენ ხალხი მოატყუონ!
ისე კი, ის გამახსენდა- მიშა და სანდრა რომ ბანაობდნენ ოკეანეში და უცებ რომ დაინახეს ფსკერზე ორი ვეშაპირ რომ „იჯდა" და უყურებდა მათ."- წერს სვანიძე.
ფანჯიკიძე  აქტიურად მეუღლის პოპულიზმით არის დაკავებული