ბატონმა ანდრომ რაც არ ქნა
სოფელ ხურვალეთში მედიის წარემომადგენლების საპროტესტო აქცია „არა ოკუპაციას“ მიმდინარეობს. ჟურნალისტებმა რუსი უკოპანტების მიერ დამონტაჟებული ბანერი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ მიწიდან ამოაძრეს.
აქციის მონაწილეებმა ამოძრობილი ბანერიდან წარწერა წაშალეს და ნაგავში გადააგდეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ჟურნალისტ ლაშა ბერულავას განცხადებით, დღევანდელი აქცია დაიგეგმა იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ე.ს. საზღვრების გავლება გააპროტესტონ.
„ეს არის ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული აქცია. ჩვენ, ჟურნალისტებს, ისევე, როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, გვაქვს პროტესტის გრძნობა იმის გამო, რაც აქ ხდება. გრძელდება მცოცავი ოკუპაცია რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან და ჩვენ გვინდა, რომ ამის გამო ჩვენი პროტესტი გამოვთქვათ“, - განაცხადა ბერულავამ.
----- ბერულავა საღოლ!
http://pia.ge/show_news.php?id=45279&lang=geo ლინკზე ფოტოებიცაა..