წინა თემაში რო დავწერე, მოკლედ 2 ცალი ქულერი და 1 ცალი ოპერატიული, როგორც გასაბაჟებელი და ტიპს ვეუბნები რომ ჩემთვის მინდა თქო, იმან კიდე პროგრამამ ამოაგდოო რომ კომპიუტერის ნაწილებს ყიდულობ შენო.
კი ბატონო თქო, მაგ სფეროში ვარ და მჭირდება სახლში თქო.
ხოდა ისაო ესაო უნდა გადაიხადოო, კაი მეთქი მაგრამ რატო თქო,
კომერციული საქმიანობაა ეგაო.
კაი მეთქი, ჩემთვის ვყიდულოთ თქო და თუ ეკონომიური საქმიანობას ვეწევი ხვალ რომ ყველა ნაწილი მოგიტანო რაც ჩამოვიტანე რას შვებით თქო.
და მერე რაო სახლში კომპიუტერს რომ აწყობდე შენთვის მაინც ესე ჩათვალა საბაჟომ რომ კომერციულ საქმიანობას ეწევიო.
რატო რის საფუძველზე არა აქვს მნიშვნელობა ჩათვალა და ვსო.
ხოდა თუ გინდა გაასაჩივრეო.
გაბრაზებული შევარდი ინტერნეტში და ამოვყარე აი ესენი:
შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლზე
მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა
ნაწილი 1. ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოდა აქ პირდაპირ უწერიათ რაც არის ეკონომიური საქმიანობა მაგრამ ჰა, ბოსელია რა, ვიღაცამ გადაწყვიტა ეგრე და ვსო ან უნდა იჩივლო მაგათთან ან კიდევ ალბათ სასამართლოში შეიტანო, ან კიდე რასაც ეგენი აწვებიან დაიკიდო იმიტომ რომ იმ პატარა თანხაზე რაც გიწევს გადახდა იმდენს გარბენინებენ რომ გადაგიყვანენ ჭკუიდან.