გამარჯობა მეგობრებო

თონესთან დაკავშირებით თქვენი რჩევა მჭირდება,
ღირს თუარა გახსნა, ვგულისხმობ საწყის ეტაპზე მხოლოდ პურს და არანაირ საცხობს.
თავდაქპირველი მოწყობა რა დაჯდება, ან თუ ღირს არსებულის ქირაობა?
საშუალოდ რამდენი ტომარა ფქვილი უნდა გაიყიდოს დღეში რო ღირდეს საერთოდ მუშაობა.
მცხობელის ხელფასი მაინტერესებს რამდენია, ასევე შეილება თუარა მცხობელს გაყიდვაზე მოელაპარაკო, ანუ გაყიდული პურიდან ნაწილი რო მისცე.
ასევე მაინტერესებს, თონეში მე არ მინახავს, შავი ან რუხი პური, არ იყიდება ეს საერთოდ თუ ძვირი ჯდება გამოცხობა?
თუ არ დაიზარებთ და რჩევებს გამიზიარებთ მადლობელი დაგრჩებით