ჰო.... არ ვიცი თუ ყოფილა აქამდე ასეთი თემა მაგრამ აწი იქნება...
მოკლედ, მე ძალიან მინდა რომ აქ მიწის სტიქიის წამორმადგენლები ერთად შევიკრიბოთ...
რატომღაც, სულ მრჩება მგონია რომ ჩვენი სტიქიის ხალხი უფრო კარგად ვართ ერთმანეთთან ვიდრე დანარჩენები...
არ ვიცი, შეიძლება ვცდები...
ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე რეალურად მოაზროვნე ხალხი მიწის სტიქიაში გვხვდება და ყველაზე საინტერესო დებატები აქ უნდა გაიმართოს.. (წესით)
ოო ტყუპებმა და ლომებმა არ დაიწყონ ახლა ტლიკინი...
ამ თემის გახსნის მიზანი იყო ის , რომ მე პირადად ხშირად დავძვრები ქალწულებთან და თხის რქებთან, სულ მგონია რომ ძალიან კარგად შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება...
კურო რომ მეორე კუროს რამეს ურჩევს კი, კარგია, გადასარევი,მაგრამ მაინც ორი ერთნაირის აზრი, მესამეც საჭიროა...
აი ქალწული რო თავის ანალიტიკურ აზროვნებას და კრიტიკას ჩართავს, და თხის რქაც რომ წვერზე ჩლიქის მოსმით დაადასტურებს ამ ყველაფერს,... ემანდ გამოტანილია განაჩენი და აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას..!!!
ცოტა მშრალი იქნება ალბათ აქაურობა მაგრამ არაუშავს...
სამაგიეროდ რეალური იქნება და ილუზიებს მოკლებული... !
ჩემთვის არაფერი კარგი არ მოუტანია ილუზიების შემქნას და ოცნებებს...
ასე ჯობია...
მოკლედ, არ გამიბანძოთ ახლა თემა, იაქტიურეთ...დოვუდგეთ გვერდში ერთმანეთს მეგობრებო...
ჰო, დიასახლისი მე ვიქნები და სულ გემრიელ საჭმელებს დაგახვედრებთ ხოლმე....
და ჩაის.... (♉)
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)