დასახელება: Age of Wonders III
დეველოპერი: Triumph Studios
ჟანრი: Turn-based strategy
გამოშვების თარიღი: 2014 წლის 31 მარტი
ეს არის ახალი turn-based strategy (ანუ "სვლებიანი" სტრატეგია) თამაში, რომელიც ჰოლანდიურმა სტუდია Triumph Studios გააკეთა. 90-იანების ბოლოში და 2000-იანების დასაწყისში ამ სერიის პირველი თამაშები გამოვიდა, თავის დროზე Age of Wonders-მა კარგი შეფასება მიიღო, თუმცა მას შემდეგ გარკვეულწილად დავიწყებას მიეცა და ეხლა გამოვიდა მესამე 3D ნაწილი. მისი მოქმედება high fantasy სამყაროში ვითარდება.
ერთი კვირაა რაც ვთამაშობ და ნორმალური რამეა. დიდი ინოვაციური და გადასარევი რამე არაა, თუმცა თავისი ხიბლი ნამდვილად აქვს ამ თამაშს. პირველ რიგში ძალიან ლამაზი სამყაროა, საკმაოდ ჩამთრევი გეიმფლეი აქვს და Heroes of Might and Magic-ის მოყვარულებისთვის სასიამოვნო გასართობია მანამ სანამ ამ სერიის ახალი თამაში გამოვა.
სიუჟეტური კამპანიების გარდა (რაც ჩემი აზრით ძალიან აკლია Civilization-ის სერიას), თამაშში არის რამოდენიმე scenario მისია და ასევე sandbox რუქა.
Civilization-ის და Total War-ების ელემენტებიც ბლომადაა თამაშში. მოკლედ ყველასთვის რაღაც მოინახება რა

This post has been edited by Gioma771 on 14 Apr 2014, 12:07