#52627993 · 1 May 2018, 09:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას. მოკლედ ვერაფრით ვერ შევეგუე სედანს და გადავწყვიტე ისევ ჯიპში გადავჯდე. რატომღაც ინფინიტის ჯიპები მომწონს და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მის შესახებ. აქ ყიდვას არ ვაპირებ, მინდა ჩამოვიყვანო 2007-2009 ამ წლების რომელიმე მოდელი და რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან:
1) რამდენად პრობლემატურია ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდ(ებ)ი და ზოგადად ხადავოის ნაწილები?
2) ჟეშტი რამდენად ძვირი ღირს, მაგალითად კარებ გაფუჭებული, ან ფარ გაფუჭებული რომ ჩამოვიყვანო, რამდენად ძვირი დაჯდება მისი გაკეთება და რამდენად იშოვება მეორადი ან ახალი ნაწილები?
3) ოფროადი, ტალახში სიარული, გაუვალ გზებზე სიარული დიდად არ მაინტერესებს, რადგან 95% თბილისში უნდა ვიარო, მაქსიმუმ რუსთავი და რომელი სჯობია ოთხივე წამყვანით თუ უკანა წამყვანით?
4) წვა საშუალოდ რამდენი აქვს ქალაქში ძირითადად სტაბილური სიარულით, რადგან დილით საცობში არ ვხვდები დიდად და არც საღამოს როცა გამოვდივარ სამსახურიდან.
5) რამდენი აქვს საშუალოდ რესურსი ძრავს და გადაცემათა კოლოფს? ანუ კაპიტალური რემონტი დაახლოებით რამდენი მილის შემდეგ სჭირდება?
6) თხევად გაზს თუ ეგუება ძრავი?
გამიგია, რომ გრუბი არის სხვა მის კლასის მოდელებთან შედარებით, მაგრამ მაინტერესებს მაგალითად ML-თან ან X5-თან შედარებით როგორ დადის? ( დაახლოებით 2003-2005 წლის მოდელებთან შედარებით )
გთხოვთ ვისაც გაქვთ უშუალო შეხება მათ მიპასუხონ და არა ვიღაცის ბიძას ჰყავს გაუბედურებული, ან 400K გარბენით და ა.შ. მადლობა ყველას წინასწარ.
|