ასე მგონია, რომ ეს საკითხი ფსიქოლოგიასთან არის დაკავშირებული, და მინდა ვიპოვო ამის ახსნა, იმედია გავიგებ

ესეიგი, რა ხდება: ყველაფერში, აბსოლუტურად, როგორც დაწყება, ისე გაჩერება მიჭირს საშინლად, რამე საქმის დაწყება საშინლად მიჭირს მაგრამ მერე შეშვებაც მიჭირს. მაგალითებს მოგიყვანთ და მიხვდებით:
ფილმის ყურება - შეიძლება ძალიან მინდოდეს ნახვა, დროც მაქვს, და ვერ ვრთავ, ვერ ვიწყებ ყურებას, აი ძაან რთულად, თუ ჩავრთე, მერე მივაყოლებ ხოლმე სხვა ფილმებსაც.
მეცადინეობა - აი ვერ ვიწყებ, ვერაფრით ვერ ვიწყებ, ვერა ვერა და ვერ... და ძლივს რაღაცნაირად თუ დავიწყე, შეიძლება ისე გავყვე, მომდევნო 2 კვირის სამეცადინო ყველაფერი გავაკეთო, ზედმეტიც...
ძილი - ვერ ვიძინებ, ძალიანაც რომ მეძინებოდეს, ვერ შევდივარ ძილში, აი სანამ ბოლომდე არ გავითიშები, ვერ ვიძინებ, მაგრამ თუ ჩამეძინა ვეღარ ვიღვიძებ, ხანდახან თანახმა ვარ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეც გადავდო ძილის გამო...
დალევა(ალკოჰოლური სასმლის) - დასალევად წასვლა არ მინდა ხოლმე, მეზარება სულ, 'აუუ ეხლა რა დალევს' ესე ვფიქრობ ხოლმე, ხოდა თუ დავიწყე, ვეღარ ვჩერდები, სანამ გულის არევამდე არ მიდის საქმე, აი არ ვჩერდები მართლა სანამ ცუდად არ გავხდები('ზაპოის' არ ვგულისხმობ

მეორე დღეს აღარ ვსვამ ხოლმე)
სახლში/გარეთ ყოფნა - სახლში რომ ვარ, გარეთ ვერ გავდივარ, ძალით უნდა გამათრიოს ვინმემ, მაგრამ თუ გავედი, დაბრუნება აღარ მინდა ხოლმე სახლში, სულ გარეთ მინდა...
აი მაგ. მართვის მოწმობის აღება მინდოდა 18წლის რომ გავხდი, იმენა ვერა და ვერ მოვაბი თავი, არადა დროც ბევრი მქონდა, 5წლის მერე ძლივს დავიწყე და ძალიან სწრაფად ავიღე, თეორიის და პრაქტიკის სწავლის გარდა არაფერს არ ვაკეთებდი, არ შევეშვი ბოლომდე. მაგრამ აი დაწყებამდე ხო ხედავთ რამხელა დრო გავიდა? დაწყება მიჭირს, და დამთავრებაც, ორივე ცუდია რაა, უნდა იცოდე როდის დამთავრო და უნდა გქონდეს იმის ნებისყოფა, რომ დაიწყო... ეს ძალიან ელემენტარულია და ჩემთვის კიდევ სასწაულად რთულია ...............
და კიდევ ძალიან ბევრი რამ.............. რამე თუ გამახსენდება ნელნელა დავწერ ხოლმე. საინტერესოა თქვენი აზრი
აი მზესუმზირაზე ალბათ ყველას დაგმართნიათ, სანამ არ მორჩება, სულ რომ გული გერეოდეთ, მაინც ფცქვნით, ხოდა ეგრე ვარ მე ცხოვრებაში ყველაფერზე, და რა ახსნა აქვს ამას?