მოკლედ 1 წლის წინ გავიგეთ რომ ბაბუას ქონდა სიმსივნე, ბოლო სტადიაში იყო, ვუმკურნალეთ, ძალიან ბევრი ქიმია გავუკეთეთ და 4 დან მე-3 სტადიამდე დავიდა. ყველას უკვირდა, ბაბუაც ძალიან კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მომივიდა ავარია. სასწაული ავარია, ორივე მანქანა საშინლად დაიმტვრა მე კი ნაკაწრიც არ მქონია, არც ჩემს გვერძე მჯდომს. ვინც კი ავარიის სურათები ნახა ყველამ სასწაულმა გადაგარჩინაო მეუბნებოდა. ამ ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბაბუას გაურთულდა სიმსივნე და გარდაიცვალა

ამ ამბებმა ჩაიარა, ახლახანს კი მე და ჩემი ახლობელი ვსაუბრობდით უდროოდ წასვლაზე, და მითხრა წავიკითხე სადღაცო, ხან ღმერთს იმიტომ მიყავს ადამიანი თავისთან რომ ცუდი მომავალი ელოდა და ვერ იმეტებს მისთვისო, ან მის საყვარელ ადამიანს ელოდა წინ სიკვდილიო და მის მაგივრად მიყავსო. საქმე იმაშია რომ მართლაც ყველაზე საყვარელი ადამიანი ვიყავი ბაბუასთვის, ყველა შვილიშვილისგან გამომარჩევდა და სულ ჩემზე ლაპარაკობდა. მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ მგონია რომ რაც მე უნდა მომსვლოდა ბაბუას მოუვიდა, და დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ყოველ წამს მაგაზე მეფიქრება, თან ამას ისიც ემატება რომ მისი გარდაცვალებიდან დღემდე ოჯახის წევრები ყველა ხედავენ სიზმარში მას, მე კი მხოლოდ ერთხელ ვნახე. იქნებ დამეხმაროთ მცოდნეები და მითხრათ საფუძვლიანია თუ არა ჩემი ეჭვები, ძალიან დიდი მადლობა ყველას