უკრაინის საბანკო ასოციაციის მრჩეველი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ სააკაშვილი რუსეთის პროექტია და საზოგადოების ყურადღებას 2003 წელს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაზე ამახვილებს.
-„ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო ფაქტიურად ვულკანზე ცხოვრობს. ქართველმა საზოგადოებამ დაკარგა სწორი ორიენტაცია და ხედვა. თუ ჩვენ ჩვენი შეცდომები, გადაცდომები და დანაშაულებები არ გავაანალიზეთ, ისე ქვეყანა სწორი გზით ვერ განვითარდება. სააკაშვილის ხელისუფლებამ მოინდომა თავის თარგზე საზოგადოების გარდაქმნა და შექმნა ტოტალიტარული სისტემა. ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილმა შექმნა ავტორიტარული რეჟიმი, არადა, თუ კარგად დავუკვირდებით, ეს რეჟიმი იყო ავტორიტარულიც და ტოტალიტარულიც, ის საზოგადოების ყველა სფეროს აკონტროლებდა.
არავინ სვამს კითხვას-რატომ შეცვალა რუსეთმა 2003 წელს საქართველოს ხელისუფლება? ვარდების რევოლუცია მზადდებოდა და ამ სამზადისს ხელს უწყობდა როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი. საბოლოო ჯამში მოიგო რუსეთმა. ნუ გვექნება მოკლე მეხსიერება-პუტინის დავალებით ჩამოვიდა იგორ ივანოვი, დახვდა მაშინდელი სამეული-ბურჯანაძე, ჟვანია, სააკაშვილი, უყურებდნენ თვალებში, მერე ივანოვმა თქვა-„ყველაფერი კარგად იქნება“-შევიდა შევარდნაძესთან კაბინეტში და მხოლოდ 10 წუთი დასჭირდა იმ ყველაფერის მოსაგვარებლად, რაც იხილა საზოგადოებამ.
აჭარაშიც ასევე მოხდა, ჩამოვიდა ივანოვი, წაიყვანა ასლან აბაშიძე და ჩააბარა ამ სამეულს ბურთი და მოედანი. აი, აქ კიდევ ერთხელ იბადება კითხვა-რატომ შეცვალა რუსეთმა შევარდნაძე სააკაშვილით? მას სჭირდებოდა მისი პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. აი, ამიტომაც გამოაგზავნეს ბენდუქიძეც საქართველოში. ბენდუქიძე იყო ფაქტიური პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, დანარჩენები ტექნიკური მინისტრები იყვნენ და არავინ ეკითხებოდა ჭკუას არც გურგენიძეს, არც მგალობლიშვილს, არც გილაურს...
ნოღაიდელი რომ გადააყენეს თანამდებობიდან, სააკაშვილმა თქვა-ამისთანა პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია საქართველოსო, მაშინ რაღაზე ხსნი? იმიტომ, რომ ჟვანიას შემდეგ მხოლოდ ეგ აღმოჩნდა ძნელად მართვადი და ეს არ აწყობდათ.
სიტყვით დეკლარირება ხდებოდა ევროინტეგრაცია-ნატო, საქმით კი სულ სხვა გზით მიდიოდნენ. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ სააკაშვილი იყო და არის რუსეთის პროექტი.
მიუხედავად ამისა, სააკაშვილს ევროპაშიც და ამერიკაშიც კარგი რეიტინგი აქვს და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. უკრაინაში ახლაც უმეტესობას მართლა კარგი რეფორმატორი ჰგონიათ სააკაშვილი. სააკაშვილის მოსვლით რუსეთმა ფაქტობრივად შეაჩერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუამის პროექტი, რამაც კიდევ უფრო გაახანგრძლივა რუსეთის პოლიტიკური ზემოქმედების და ენერგოდამოკიდებულების ბერკეტი. სუამის პროექტი ძალიან ასუსტებდა რუსეთის გავლენას, სწორედ ამიტომ რუსეთმა მოიყვანა თავისი პოლიტიკის გამტარებელი და სამუდამოდ დაასამარა ექსპორტისა და იმპორტის გამტარიანობაში საქართველოს როლი.
აი, ეს იყო ჩვენი საგზური, საშვი ევროპაში. აი, ამის გამო არ აწყობდა რუსეთს შევარდნაძე და შეცვალა სააკაშვილით, რომლის ხელითაც უმტკივნეულოდ დაგვიკეტა გზა ევროპისკენ. მერე იყო აგვისტოს ომი, ჩვენ დავკარგეთ ბუნებრივი საზღვარი რუსეთთან, ის დამკვიდრდა ამ ტერიტორიაზე და დაიწყო მცოცავი ოკუპაცია. პოლიტიკური კონტროლი უკვე რუსეთის ხელშია, აი, რა გააკეთა რუსეთის ხელდასმულმა სააკაშვილმა.
ახლა რუსეთის მიზანია უკრაინა დააკნინოს და გახადოს მსოფლიოსთვის უინტერესო, ამაშიც საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს სააკაშვილი და მისი გუნდი“- აცხადებს "თბილისი 24" -თან საუბრისას გიორგი სიგუა.
http://tb24.ge/index.php/politika/item/263...%83%98%E1%83%97რას წერს ეს კაცი ტყუილს??!!
რომელი ფაქტი არ ყოფილა??!!