დავიწყებ სულ თავიდან რომ უფრო გამიგოთ თუ რაზე მინდა საუბარი. სულ თავიდან არა, აი ამ ხელისუფლების მოსვლამდე რა ხდებოდა და რა მოხდა შემდეგ.
აღარ მოგვწონდა მიშა. ომი დაუწყო სხვა სახელმწიფოს ჩვენს ტერიტორიაზე და წააგო. ნუ ისე აღმოჩნდა რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი მიშამ დაკარგა. გადააბარა ედიკამ ერთიანი საქართველო და წკაპ! არ მოგვწონდა კომუნალური გადასახადები, არ მოგვწონდა ტრანსპორტზე გაზრდილი ფასები, არ მოგვწონდა სიტი პარკი, არ მოგვწონდა უკანონო მშენებლობები, ნუ ფორმალურად კანონიერი მაგრამ აივანზე რომ მოგიყუდებენ კორპუსს მაინც უკანონოს გავს რაღაც. არ მოგვწონდა იმ პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობა რომლებიც ფაქტიურად სასიკვდილოდ განწირულები იყვნენ და რომლების მიმართაც ნულოვან ტოლერანტობას ტაშით შევეგებეთ და რომლებმაც ნუ მე თუ არა ბევრი ქართველი გაამწარეს და ამიტომაც უკრავდნენ ტაშს. არ მოგვწონდა რომ ვიღაცები გამდიდრდნენ ვიღაცები გაღარიბდნენ უარესად. არ მოგვწონდა კრედიტზე მაღალი პროცენტი. არ მოგვწონდა ის რომ სოფლის მეურნეობა საბოლოოდ ჩამოიქცა და ელემენტარული საკვები პროდუქტი როგორიცაა ხახვი პამიდორი ფქვილი; შემოგვქონდა თურქეთიდან. არ მოგვწონდა წყალზე სოჩიკები, არ მოგვწონდა დენზე მიბმული ნაგავი. იყო დენი იყო გზა. იყო პერსპექტივა და ივანიშვილისთვის ძალით წართმეული ფულით რაღაცის კეთება მაინც. და ეს რაღაცის კეთებაც აღარ მოგვწონდა.
გამოჩნდა კაცი რომელიც დაგვპირდა რომ ამ ყველაფერს გამოასწორებდა. რომელსაც რეალურად ძალით აყაჭინებდა მიშუტკა ფულებს და რომელმაც ამის ფონზე შექმნა ლეგენდა, ვითომ და ამას კეთილი ნებით აკეთებდა.
ავირჩიეთ. ტოესტ თქვენ აირჩიეთ თორემ მე ხელები სუფთა მაქვს.
ამ მთავრობის მოსვლის დღიდან, მთეეეელი თავიანთი რესურსი ჩადეს წინა მთავრობის წევრების დაჭერაში. ახლა ზოგიერთი წინა მთავრობის უმსგავსობით გამწარებული (და ასეთი ალბათ ბევრია) გულსაც კი იფხანს რომ ვანო ციხეშია იგულავა ციხეშია მაგრამ ამით რა? 5 წლით აირჩია ერმა მთავრობა იმისთვის რომ წინა მთავრობის წევრები ჩამჯდარიყვნენ ციხეში? მაგას რამდენიმე პოლიციელი და გამომძიებელი უნდა და ერთი ორი მოსამართლეც თავის პროკურორიანად. ამხელა კოალიცია რისთვის მოვიდა ხალხო. რას გვპირდებოდა წინასაარჩევნოდ ნახეთ გადახედეთ, გაიხსენეთ, გადაიმეორეთ. აი ქოცების მხარდამჭერებს ვეუბნები, თორემ ნაცების და ზოგადად ამ მთავრობის ოპოზიციას არ ეხება ეს ბოლო აბზაცი. გააკეთეს ან დაიწყეს კი იმის კეთება რისთვისაც ავირჩიეთ?
ქვეყანა აქციეს პოლიგონათ. დასდევენ ერთმანეთს, რაღაც სირტაკული კომპრომატებით ცდილობენ ერთმანეთის დაკნინებას, დღე და ღამ ამით აქვთ გონება დატვირთული, ნუ იმ ხალხზე ვისაც მარტო ჭამა ან ფულის მოქუჩება უყვარს, არაფერს არ ვამბობ. ქვეყანაც დაიყო ორ ბანაკად. უფრო მოედანს დაემსგავსა სადაც ლურჯ მაისურიანი მოთამაშეები თამაშობენ წითელ მაისურიანების წინააღმდეგ. იყოს ბურთი ხადურის თავი ჯანდაბას. სხედხართ უყურებთ შეძახილებით ხან ერთს ლანძღავთ ხან მეორეს. დამთავრდება თამაში, აიღებენ თასს, ფულს, დაიბანენ ### ყვ@@@რს და გავლენ მოედნიდან. დარჩება გათელილი გადაძოვილი ათხრილ დათხრილი მინდორი. აი ეს დარჩება ამ ქვეყნისგან.
გეყოთ რა უბრალოდ. გთხოვთ. მართლა გული მიკვდება. წავიდნენ მიშებიც და ბიძოებიც ამ ქვეყნიდან და სხვაგან დაჭამონ ერთმანეთი ჰა? იქაც უგულშემატკივრეთ, არ ვარ წინააღმდეგი, მანამდე მოვიდეს ნორმალური პოლიტიკური ძალა რომელიც სერიოზული საქმეებით დაკავდება. არ გინდათ?
მართლა არაფერი არ შეცვლილა ხალხო. ან რათ გინდათ ჩემი თქმა. თუ უგულავას ნათესავები იყვნენ ახლა ნარმანიას ნათესავები არიან. თუ მიშას ძმაკაცები შოულობდნენ ახლა ბიძინას ძმაკაცები შოულობენ. თუ მიშას დროს გადიოდა ოქრო ქვეყნიდან ახლა ბიძინას დროს გადის? თუ აქვე რჩება. სადმე საჩხერეში.
და შეეშვით იმას თუ რა ხდებოდა მიშას დროს. რაღაც ისე გამოგდით ხოლმე რა. ერთი რო ჩაიჯვამს და მეორე რო დასცინის და იიი შენც ხო იჯვამდი ბავშვობაშიო რომ ეუბნება.

რაც მიშას დროს ხდებოდა ის ხდება ახლაც და მაგიტომ არ გავაგდეთ კაცო ეს მიშა რომ ესეთები არ მომხდარიყო? ერთი მიზეზი მაინც მითხარით რატომ უნდა დარჩნენ ესენი ხელისუფლებაში.
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php