საშინელ დღეშია ქართული ფეხბურთი, ეს უკვე მარაზმია რასაც ჩვენ ვუყურებთ, ყოველწლიურად უარესი და უარესი ხდება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალათები რომ ვნახე თვალები შუბლზე ამივიდა როცა დავინახე ბოლო კალათაში რა გუნდებთან ერთად ვართ, რა უკანასკნელ დღეში ვართ, მაგრამ ლუქსემბურგი და ლიხტენშტეინი თუ ფიფას რეიტინგში გაგვისწრებდნენ ამას მართლა ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, იქ ნახევრად სამოყვარულო გუნდები თამაშობენ ფეხბურთს, ნახევრადპროფესიონალური გუნდები, ორივე ჯუჯა სახელმწიფოა, განსაკუთრებით ლიხტენშტეინი, 37 ათასი ადამიანი ცხოვრობს, და ტერიტორიით გურიის ხელაა, შეიძლება კიდევ უფრო პატარაც. რა დონეზე დავეცით.
ვფიქრობდი ნუთუ მართლა გვჯობნიან? როგორ, რანაირად, რატომ? გუშინ ვნახე ევროპის ლიგის შედეგები და ვხედავ: ლიხტენშტეინის ვადუცი გავიდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და თან როგორ იცით? 4 თამაშიდან ოთხივე მოიგო. ანგარიშები გაინტერესებთ? 5-1, 5-0, 3-1, 2-0. 4 თამაშში 15!!!! გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.
მალტის გუნდმა ბირკირკარამ იმდენს მიაღწია, რომ ვესტ ჰემთან პენატლებამდე მიიყვანა საქმე, პირველი თამაში 0-1 წააგო და მეორე 1-0 მოუგო, ვიცი ვინმე იფიქრებს ინგლისის გუნდებს უეფა კიდიათო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ინგლისის გუნდია და ეს მალტის გუნდია.
ფარერის კუნძულების ნაკრებმა ორივე თამაში მოუგო საბერძნეთის ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ქვეჯგუფში, ფინეთს და საბერძნეთს უსწრებს, 6 თამაშიდან 2 მოგება და 4 წაგება აქვს, ბურთების შეფარდება 4-8. რუმინეთმა სახლში 1-0 ძლივს მოუგო.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში სომხეთმა სასწაულები მოახდინა, ჩეხეთს და დანიას გასვლაზე მოუგო, დანიას საერთოდ 4-0 მოუგო დანიაში!!! იტალიას გასვლაზე ფრე ეთამაშა, თანაც 2-2 ფრე, ერევანში ბულგარეთს მოუგეს, სახლში რომ მალტასთან უაზროდ არ წაეგოთ მეორე ადგილზე გასულ დანიას უტოლდებოდნენ ქულებით.
http://football.kulichki.net/world/2014/kva/b.htmყაზახეთის და აზერბაიჯანის გუნდები გვიგებენო ამაზე ვნერვიულობდით 2-3 წლის წინ, ეხლა უკვე ამას ვინღა ჩივის, ჯუჯა სახელმწიფოების სამოყვარულო გუნდები ჩვენზე უკეთეს შედეგებს აღწევენ. ოთხივე ქართული გუნდი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას, არ დამიწყოთ ეხლა ახსნა რომ მსაჯებმა დაგვწვეს დ.ა.შ.
საშინელ დღეში ვართ, საქართველოსთვის სპორტის N-1 სახეობა მკვდარია. რა გვჭირს, რა უბედურ დღეში ვართ, რა ხდება საერთოდ ამ ქვეყანაზე.
2 დღის წინ ქვეყნის ჩემპიონმა გორის დილამ თამაში ჩაატარა შუადღეს იმის გამო რომ მერე მზე ჩადის და სტადიონს განათება არა აქვს, გესმით ხალხო? საქართველოს ჩემპიონ გუნდს სტადიონზე განათება არა აქვს, სად ვართ, აზრობთ?
This post has been edited by internazionale on 24 Jul 2015, 18:12