ამ აღშფოთებებზე მაგრა ვკაიფობ

99 წელს არ თამაშობდა სვარკას სუსტი ძლიერთან?
რა უნდა ექნა სიმეონეს, გაეხსნა თამაში და აბა ვინ უფრო მეტს გაიტანდა?
8 წლის რომ ვიყავი მეც ეგრე მეგონა, როცა ბურთი ექნებოდათ კარგი შეტევა უნდა ეთამაშათ და ბურთი როცა არ ექნებოდათ კარგი დაცვა
რა უნდა ექნა სიმეონეს? რა რესურსი აქვს?
წინ წასულიყო? იქნებ კონტრებზე უფრო მეტი მომენტის შექმნა შეიძლებოდა ვიდრე პოზიციური შეტევებით და ზონების ხსნით. ისედაც ატკიებულ თავს რასაც რეალის შეტევა ჰქვია დაემატებინა რეალის კონტრებზე თავის ტკივილი?
პროსტა უყურებთ ამ ფეხბურთს, არც ანალიზს უკეთებთ და არც უფიქრდებით
ეს ლამაზი კიდე ფეხბურთი რას ნიშნავს? მაინცდამაინც საშუალოდ 5 გოლია თამაშში ლამაზი ფეხბურთი? ან რატომ ითხოვთ ამ ლამაზ ფეხბურთს სიამოვნებას განიჭებთ? მაგარ ემოციებს იწვევს თქვენში და რამე ?

რომელი უფრო გაგისწორდათ რეალი მანჩესტერის 4-3ები და თუ ჩელსი-ბარსას სვარკა თამაშები?
ჩემპიონთა ლიგის პლეიოფების მთელი მუღამი ეს დაძაბული თამაშები და ემოციებია
ლამაზი ფეხბურთი.....
როცა შენი საყვარელი გუნდი არ თამაშობს მაშინ გახსენდება ლამაზი ფეხბურთის არსებობა თორემ როცა შენი საყვარელი გუნდი შედეგს დებს ეგ მახინჯი ფეხბურთი კი არა გენიალური ტაქტიკაა
This post has been edited by pablo honey on 23 Apr 2015, 03:48