აკი გაჩერებულია ყველაფერიო?!
ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი"
გამოქვეყნებულია: 2015-01-14, 17:50
ლიკანში ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" გაიხსნა. სასტუმროში სტანდარტული, ლუქსისა და საპრეზიდენტო სულ 151 ნომერია. კომპლექსი რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფის და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს და საცურაო აუზებს აერთიანებს.
სასტუმრო საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზ-მუნაი-გაზის" ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი დოლარია.
სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ქსელი „რიქსოსი" განახორციელებს. აღნიშნული ბრენდის კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში დაახლოებით ერთ წელიწადში გაიხსნება.
"რიქსოს თბილისის" მრავალფუნქციურ კომპლექსში 13 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა.

This post has been edited by kvarkvare on 14 Jan 2015, 21:53