მოკლედ ეს ჩემი პირველი პოსტია პოლიტიკაში, ძირითადად ვცდილობ სპორტში ვწერო, იმიტომ რომ საოცარია, მაგრამ ქართული სპორტიც კი მეტად ადეკვატურია სამყაროსთან მიმართებაში ვიდრე ქართული პოლიტიკა...
ხოდა რატომ გადავწყვიტე ახლა დამეწერა:
რუსთავი2 ზე ვუყურებდი ახლა კურიერის ჩანაწერს და რა თქმა უნდა პირველი თემა იყო ლევან გვაზავას და მისი თანმხლები პირების უბედური ამბავი.
ეს თემა არ ეხება კონკრეტულად მომხდარ ფაქტს, არც კონკრეტულად ლევან გვაზავას, სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება
მოკლედ საავადმყოფოს კადრებში ვიცანი ყველა ქართველი ძალოვანი რომელიც ციხეში არ ზის ან ქვეყნიდან არაა გაქცეული, დაწყებული შევარდნაძის დროიდან ვიდრემდე დღევანდელ დღემდე... და არა მარტო ძალოვნები, პოლიტიკოსები, მინისტრები და შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც კი.
ცუდი არაფერია იმაში რომ როდესაც საქმე მეგობრობაზე და ადამიანურ ურთიერთობაზე მიდგება ყველაფერი ხდება მეორე ხარისხოვანი და ყველა ერთად დგება იქ სადაც მეგობარს სჭირდება, ეს ნამდვილად კარგი საქციელია. მესმის მათი იმ დროინდელი ფიქრი "რა დროს პოლიტიკაა, ახლა ჩვენ მას ვჭირდებით..." მაგრამ მაღიზიანებს ის რომ ეს ხალხი ხვალ "ისევლე" დაუბრუნდებიან საკუთარ ნიღბებს და ძველებურად და ომახიანად განაგრძობენ ერთმანეთის ლანძღვას: ეს მოღალატეა, ეს ხალხს აწამებდა, ეს აგენტია, ეს გამყიდველი, ეს მექრთამე, ამან დაანგრია ქვეყანა, ამან მოიპარა მილიონი და ა.შ.
მოდით გავარჩიოთ ეს ფაქტი (მე არ ვამტკიცებ რომ აუცილებლად მართალი ვარ) მე ვერავინ დამაჯერებს რომ ლევან გვაზავა ის პიროვნებაა რომ ცენტრია ამ სამეგობროსი, ეს ხალხი მის ირგვლივ ტრიალებს და აერთიანებს მათ. ვერც იმას დავიჯერებ რომ ახალი ნიაზ დიასამიძეა (უფროსი) რომელთანაც მთელი თბილისი ეშურვის მეგობრობას (არ ნიშნავს რომ ცუდი მეგობარია, ან ცუდი ადამიანი, არ ვიცნობ პიროვნებას და ცილს ვერ დავწამებ) ესეიგი აქედან ჩემთვის არსებობს დასკვნა რომ ეს ხალხი, ყველანი ერთმანეთის მეგობრები არიან და ერთი დიდი სამეგობრო ეწოდება.
ახლა გადავიდეთ ცნობილ თემაზე "სამართლიანობის აღდგენა"...
სამართლიანობის აღდგენა რომ მოხდეს, ჯერ უნდა დაირღვეს ის, ხომ ასეა? ახლა ავწონ–დავწონოთ ვის უფრო მეტი შანსი აქვს სამართლიანობა და კანონი დაარღვიოს, შსს–ს მაღალჩინოსანს თუ დავუშვათ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამართველოს უფროსს ძეგლების დარგში? მე ვფიქრობ შსს–ს მაღალჩინოსანს, ყოველ შემთხვევაში თანანმდებობა მას უფრო მეტ საშუალებას აძლევს, ასეც იყო, საზოგადოების დაკვეთა ძირითადად არის ძალოვნების ჩადენილ დანაშაულებების გამოძიება და არა დავუშვათ ის თუ რატომ იდგა ბათუმში კვერცხის ძეგლი.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ წინა სურათს, რა თქმა უნდა როდესაც ადამიანს უბედურება დაემართება, იქ პირველი მისი უახლოესი გარემოცვა მიდის და არა შორეული ნათესავი და მაზლის დის ქმრის ბიძის კარის მეზობელი... ესეიგი მაგალითისთვის ავიღოთ ასეთი სამკუთხედი: სოსო ალავიძე (შევარდნაძის ძალოვანი) ლევან გვაზავა (სააკაშვილის ძალოვანი) და ახლანდელი კაცი იყო კიდევ ვიღაცა (შსს–მინისტრის მოქმედი მოადგილე)... გვაზავას მთავრობა გვიმტკიცებდა რომ ალავიძე და მისი მთავრობა არიან დამნაშავეები, ამ ახლანდელი კაცის მთავრობა გვიმტკიცებს რომ გვაზავა და მისი მთავრობა არიან დამნაშავეები და კრიმინალები... ხოდა ვუყურებ ტელევიზორს და ეს სამი ადამიანი ერთადა, მეგობრები არიან, ძმაკაცები... და მარტო ეს სამნი ხომ არ არიან, არიან ყველანი... ბევრნი... უხ, ძალიან ბევრნი...
"მეგობრობა გზად და ხიდად" და "ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს" ამ ორი ანდაზის შეერთებით ვიგებთ რომ ძმაკაცები ერთმანეთს არ გაწირავენ. მოჩვენებით შეიქმნა ორი პოლუსი, ისევე როგორც ჩვენ ბავშვობაში მეგობრები ვიყოფოდით ორ გუნდად ფეხბურთის თამაშის დროს, ასე გაიყვნენ ამ სხვადასხვა პოლუსებზე... მოგვბეზრდება ერთი? შეგვაწუხებს? გაგვამწარებს? გადადგებიან, გადაყრიან, გადააყენებენ და მოვა მეორე პოლუსი.... ცოტა ხანში პირველი დაბრუნდება და ასე... ნუ თუ საქმეს დასჭირდა ერთმანეთის ლანძღვაც და გინებაც მოსულა...
ალბათ ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენთან ქვეყანას ძალოვნები მართავენ. ეს რუხი კარდინალები ხან სააკაშვილს იფარებენ დროშად, ხან შევარდნაძეს, ხან ღარიბაშვილს და ა.შ. ალბათ მანამდე ზვიადს და მანამდე კომუნისტებს...
ხოდა მოკლედ ქვეყანა ამათია, ჩვენ სამართლიანობის აღდგენას ველოდებით, ესენი კი "მაფიოზობანას" თამაშობენ. ხან ის სამია მაფიოზი, ხან ეს სამი... ოთხი... ხუთი... 10, 100...
ხოდა კოჰაბიტაციაც თურმე კარგი რამე ყოფილა... ეს ყოფილა საძმაკაცოს საერთო ბიზნესს, სახელად საქართველო.
კონსტანტა კი ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს... წრეზე ტრიალებს
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare