degarsebobssuloXoshgeldiამის გაცნობაც ფრიად სასურველია და გაცნობიერება იმისა, რომ ძირითადი ორი მიმართულებაა შეთის შუქმფინარე
საღვთო ცნობიერებისა და დამახინჯებული სატანური რელიგიებისა...
http://www.kabbalah.info/ge/%E1%83%A0%E1%8...%83%98%E1%83%90ესაა ნაწილი ძველი აღთქმის ცნობიერებისა და ამას ეხმიანება ესეც:
http://www.bu.org.ge/m552?lang=geoშეხედეთ ამ ახალ აღმოჩენას და არამეულად იოლად იკითხება
https://www.facebook.com/photo.php?fbid=103...&type=1&theaterრომ წერია:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%...%83%91%E1%83%90ლამად ქაფ მიმ სადე შინ
მარჯვნიდან წაიკითხავ მარცხნივ, თუ პირუკუ --- რიცხობრივი ჯამი არ იცვლება --- 1770
ამდენად --- სახეზეა უძველესი ცნობიერება, რომელიც მოითხოვს დალაგებას თანამიმდევრობით, რაც ქრისტეს მიერ
გახსნილადაა მოწოდებული ცნობიერთათთვის.
ასე აიხსნება მსხვერპლთშეწირვის რიტუალებიც და მართვის სისტემების სათავენიც...
***
ასევე საინტერესოა ფრიად:
გიორგი გურჯიევი
საუბრები რეალური სამყაროდან
თარგმნა მერაბ ხერგიანმა
თბილისი 1992
გიორგი გურჯიევი -- ,,სასწაულმოქმედი” საქართველოდან
Mმე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ევროპაში დაიწყო არარორთოდოქსალური რელიგიური მოძღვრებების ბუმი, აქ გამოჩნდა ,,კავკასიელ სასწაულმოქმედად” შერაცხული სურლიერების მასწავლებელი გიორგი ივანეს ძე გურჯიევი.
Aარსებობს ზღვა ლიტერატურა გურჯიევის შესახებ. Aავტორები ცდილობენ გამოივლიონ როგორც მისი ბუნდოვანებით მოცული ბიოგრაფიული წარსული, ასევე მისი მოძღვრების ურთულესი და იდუმალი ფენომენი. რამდენადაც ჩვენ ვიცით ამ გაფაციცეცბულ კვლევა-ძიებას დიდი წარმატებები არ მოჰყოლია არც ერთი და არც მეორე მიმართულებით.
Aაი რას წერდა მიხეილ კვესელავა გიორგი გურჯიევის შესახებ: ,, ვინ იყო ეს გიორგი გურჯიევი, რომელმაც ამდენი ლაპარაკი გამოიწვია მთელ მსოფლიოში? Aამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. Bბიოგრაფიები წერენ, რომ გურჯიევი ცდილობდა დაეფარა თავისი წარმოშობის კვალი. წერილობითი დოკუმენტების მიხედვით იგი თითქოს ბერძენია, დაბადებული უძველეს სომხურ ქალაქ გუმბრში, სადაც ბერძნული კოლონია ჩამოსხლებულა. Aამის შემდეგ გუმბრისათვის ალექსანდროპოლი უწოდებიათ. ბიოგრაფთა უმრავლესობა და თვითონ გუჯიევიც თავის სამშობლოდ ალექსანდროპოლს მიიჩნევს. Mმაგრამ შეიძლება ეს წინასწარგანზრახული ფალსიფიკაცია იყოს, რადგან მისი სახელი უმთავრესად საქართველოსთანაა დაკავშირებული. ,,გურჯიც” ხომ საქართველოს ნიშნავს. Aამ გვარს სხვა ეტიმოლოგია გარდა ,,ქართველისა”, არც აქვს. როგორც ჩანს წარმოშობით ქართველები, რომლებიც უცხო ეთნიკურ გარემოში ხვდებოდნენ, ხშირად ,,გურჯიდან” აწარმოებდნენ თავიანთ გვარს. Aასე მაგალითად, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ცნიბილია პოლონეთის ქართველი ელჩი სპარსეთში ბოგდან გურჯიცკი , უფრო გვიან – თურქეთში გიორგი გურჯი ცინცაძე, ..იეთიმ გურჯი, გურჯიშვილები და სხვა…. . . გურჯიევები ახლაც ცხოვრობენ თბილისში”.
Eესეც გვაფიქრებინებს, რომ გიორგი გურჯიევი, შესაძლოა, გუმბრში (ალექსანდროპოლში ) კი დაიბადა, მაგრამ წარმოშობით ქართველი იყო. ქენეთ ვალიერი თავის წიგნში, სადაც გურჯიევზეა ლაპარაკი, წერს: ,, გურჯიევი და სტალინი ცხოვრობდნენ ერთ ეპოქაში და სწავლობდნენ ერთ სემინარიაში”. სხვა ბიოგრაფიებიც აღნიშნავენ, რომ იგი თბილისში სწავლობდა, ხოლო მისი პარიზელი ნაცნობები გადმოგვცემენ, რომ თვითონ გურჯიევი ამბობდა – “ქართველი ვარო. . . “
შესაძლებელია გურჯიევის ბიოგრაფიული წარმოშობის ბუნდოვანება გამოწვეული იყოს მისი პიროვნების და მთლიანად მოძღვრების კოსმოპოლიტური ხასიათის გამო.
ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი ამბობს: ,,დასავლეთის კულტურა უაღრეს კრიზისშია. Oორმა ომმა და ეკონომიკურმა ნგრევამ შეწყვიტა ყოველგვარი პროგრსი. დასავლეთმა მიაღწია მკვდარ წერტილს…. . . გურჯიევს ესმოდა ეს და უნდოდა ახალი სული შემოეტანა ჩვენში . . . “
დენის სიუარე კი გვამცნობს: გურჯიევთან ,,მცირე შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ მისგან მიგეღოთ შთაბეჭდილება, როგორც მსოფლიოს უდიდესი ადამიანისაგან”.
,,ევროპაში გამეფებული იყო რწმენის კრიზისი – ამტკიცებს ლუი ბაუელსი”, ---როცა სადღაც , კავკასიიდან მოვიდა გურჯიევი თავისი წმინდა, შეურყვნელი დოქტრინებით და ახლა მთელი დასავლეთის ელიტა განიცდის მის გავლენას”.
მოწაფეთა და თაყვანისმცემელთა აზრით გურჯიევი, უწინარეს ყოვლისა, გაოცებას იწვევდა თავისი ,,არჩვეულებრივი მოქმედებით “, სახელდობრ, რაღაც იდუმალბით მოსილი უნარით --- ,,გააკეთეთოს ის, რისი ახსნაც ხშირად არ ძალუძს გონებას “
მარკი წერდა: ,,იგი შველოდა ხალხს იქ, სადაც სხვები მხოლოდ უმწეოდ ასავსავებდნენ ხელებს”.
Gგურჯიევმა პირველი რელიგიურ- მისტიკური სალონი ჩამოაყალიბა 1912 წელს მოსკოვში. Gგურჯიევის ავტორიტეტი და პოპულარობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ 1916 წელს, პეტერბურგში რასპუტინის მკვლელობის მერე უმაღლეს წრეებში მის მემკვიდრედ გურჯიევს მიიჩნევდნენ. Nნიკოლოზ II-ის ნათესავებიც კი ხშირად ახსენებდნენ იდუმალი კავკასიელის ახალ მოძღვრებას. იმპერატრიცაც კი დაინტერესდა გურჯიევის პიროვნებით და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა თებერვლის რევოლუცია. შემდეგ ის ჩამოვიდა თბილისში და 1919 წელს აქ დაარსა ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” მაგრამ 1921 წელს ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, გურჯიევისთვის უკვე აღარ დარჩა ადგილი საბჭოთა საქართველოში და იგი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თბილისი.
1992 წელს გურჯიევი საფრანგეთში გამოჩნდა, სადაც მას საუკეთესო პირობები შეუქმნეს მუშაობისთვის და მან თავისი ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების” ინსტიტუტი უკვე გახსნა ფონტებლოში. შემდეგ კი მსგავსი ინსტიტუტები გახიხსნა ამერიკაში, ინგლისში, ევროპის სხვა ქვეყნებში.
Aამ წიგნში თავმოყრილი ლექციები შეკრებილია გურჯიევის მოწაფეთა მიერ შედგენილ წიგნში: ,,საუბრები რეალურ სამყაროდან “. ხსენებული საუბრები არ წარმოადგენენ გურჯიევის ლექციათა სინქრონულ ჩანაწერს, რადგან იგი ლექციის დროს მოწაფეებს არ რთავდა ნებას, ჩაეწერათ მისი საუბარი. Aამდენად ლექციათა ეს კრებული წარმოდგენილია რეტროსპექტრული, გონებაში აღდგენილი სახით. Mმიუხედავდ ამისა, ამ ლექციებში შენარჩუნებულია ის მთავარი მომენტი, რაც დამახასიათებელი იყო გურჯიევის მოძღვრებისათვის.
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=740და გრიგოლ რობაქიძეზე --- ნამდვილი შეფასებანი...
https://burusi.wordpress.com/2010/02/05/grigol-robakidze-9/და,,უსამართლო საზოგადოებისათვის''....დეტალურად:
გრიგოლ რობაქიძე და ქართული პრესა 1907-1921 წლები
https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_soc...n%20gaxaria.pdf