2011 წლის 29 აპრილს, სამეფო უბდნის თეატრში გაიმართება დაჯილდოების
ცერემონიალი "ელექტრონავტი 2010". წელს ტრადიციულად წარვადგენ ნომინაციას
"წლის საუკეთესო ქართული თრექი". ამ ნომინაციაში გამარჯვებულს, მუსიკის
მოყვარულთა გარდა, გამოავლეს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, რომელიც
იქნება დაკომპლექტებული უცხოელი და ქართველი პროდიუსერებით და დიჯეებით.
ქართველი პროდიუსერების საყურადღებოდ: იმისათვის რომ თქვენი თრექი იყოს
წარდგენილი ნომინაციაზე "წლის საუკეთესო ქართული თრექი", თქვენ უნდა
შეავსოთ სპეციალური ფორმა და ატვირთოთ თქვენი ერთი თრექი, რომელიც შექმნილია 2010 წელს და რომელსაც ამ წელს თქვენ თვლით საუკეთესოდ თქვენს შემოქმედებაში.
ეს თრექები მოსასმენად (და არა გადმოსაწერად) დაიდება ჩვენს ოფიციალურ
ვებ–გვერდზე და ასევე გადაეგზავნება ჟიურის, რომელიც შეარჩევს
საუკეთესოს.
თრექები მიიღება 5 აპრილამდე.
ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა:
http://www.electronauts.ge/elnautsv2/