#44456613 · 29 Apr 2015, 23:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირადი გამოცდილებიდან და შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე...მოკლედ, ძალიან დიდი ხანია ვცდილობ რომ შევეშვა ამ ძალიან სერიოზულად მავნე ჩვევას თავი.. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქროს იმას, რომ თამბაქოს მოწევა, ნიკოტინი არის მსუბუქი ვითომდა ნარკოტიკული საშუალება, რომლის მოცილებაც იდეაში არაფერ ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს. არადა მივედი იმ აზრამდე და ვთვლი რომ ეს არის ძალიან სერიოზული და ძლიერი ნარკოტიკი, გამომდინარე ყოველდღიური "ხელმისაწვდომობიდან", "ადვილადმოპოვებამდე" დამთავრებული..
იტოგში ბევრი რომ არ გავატრაკო რა..ძალიან ბევრი ვეცადე და ვერ დავანებე თავი. ერთადერთი საშუალება რაც მანებებინებდა თავს იყო ინტენსიური ვარჯიში, ანუ იმ დროს თავს მაქსიმალურად კარგად და კომფორტულად ვგრძნობდი. სიტყვაზე ორი დღე რომ არ მომეწია თავისუფლად ავარბენინებდი 20-30 კგ წონის ნივთს მეთოთხმეტე სართულზე. ნუ ახლა ქოშინით და ამბებით, მარა იმას ვაკვირდებოდი რომ ძალიან მიადვილდებოდა და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. თან კიდევ იმ მომენტში როდესაც ეწევი მაგრად "ასწორებს" რათქმაუნდა, როდესაც სვავ ხომ საერთოდ მაგარი "კაიფია"..მარა მეორე დღეს აღმოაჩენ რომ მკვდარი კატა გყავს პირში, საზიზღარი გემო და საერთო მდგომარეობა ნიჟე პლინტუსა. პახმელიაზე მსჯელობ რომ თურმე იმ სასმელმა გაწყინა რომ გაურიე და ეს კიდევ კარგი იყო..შეიძლება ეგრეც იყოს, მარა მთავარიი ის არის რომ ამ სულთამხუთავი მართლაც რომ სატანიზმის გარეშე მაგრა ჯიგრულად გრძნობ თავს. ელემენტარნო რა. ქალი ვის არ ევასება? ყველა კაცს ხო? ჰოდა იმ მომენტში რომ გგონია ანგრევ ქვეყანას და ქალიც კმაყოფილია მხარზე ჩახუტებული, დაწყნარებული, დაშიშმინებული, შენთან ერთად არის ყველანაირად. მარა შენ ვერ გრძნობ ამ დროს რომ ერთი აყროლებული და აქოთებული ტიპი ხარ რომელსაც უფრო კარგად შეგიძლია გამოიყურებოდე და ბევრად უფრო სასიამოვნო სურნელი აგდიოდეს ვიდრე ამ დამპალი გაუგებარი ნივთიერების ამარა. ისედაც სისხლძარღვები გაფართივებული გექნება და უფრო მეტი სისხლი მიეწოდება სასისოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს. იტოგში სადაც სამს ისვრი მაგრად იქ ათს გაისვრი უფრო მაგრად. სხვათაშორის ქალსაც მაგრად ეტყობა. კაცები შეიძლება არ გეუბნებიან მარა მაგრად იგრძნოდა მერწმუნეთ...ანუ ვუფრთხილდებით ერთმანეთს და არ ვამახვილებთ ყურადღებას. რისთვის? რომ დავწამლოთ ერთმანეთი?
ერთ დღესაც (უფრო სწორად ამას წინად) ავდექი და ძალიან ცუდად ვიყავი. იმენნა ვკვდებოდი რასაც ჰქვია. თავის ტკივილი, საზიზღარ ხასიათზე. გული მერეოდა და ძალიან ცუდ ნაბახუსევ მდგომარეობაში ვიყავი. წინა დდღეს ღვინით დაწყებული, არყით გაგრძელებული და პივა დაყოლებული ბოლოს აღარ მახსოვდა შამპანიური დავლიე თი ბეილისი ხ.ზ. ნუ სიგარეტი იასნი 2 კოლოფი ზეზეულად დაყოლებული რაც მახსოვს. ჰოდა ამ ჯიგრულ ფონზე ვიფიქრე რომ მენძრევათქო და წნევის აპარატს დავავლე ხელი. აღმოვაჩინე რომ ტურმე ყველაფრისდა მიუხედავად კოსმოსში ვარ გასამგზავრებელი. წნევა 110 / 70...აი ძალიან მაგრად გამიტყდა საკუთარი თავის. ღმერთის წინაშე თუ ბუნების ვერ გეტყვით ზუსტად. ანუ მაგრად განვიცადე ის რომ ამ მგომარეობაში არ შეიძლება თავის ასე გაუპატიურება. აღარ დავატანე ძალა და სიმართლე გითხრა რომ არ მომიწევიათქო მოგატყუებთ მარა არც მომდომებია ისე. მაგრად ვკაიფობ იმ მდგომარეობაზე როდესაც არ ვეწევი. აი მაგრად მსიამოვნებს.. ბევრად უფრო აქტიურად ვგრძნობ თავს და უფრო ბამშვიდებული ნერვ. სისტემით. ანუ რაღაც ბარიერი გადავლახე და ეგება თქვენ იპოვნოთ ეს ჯიგრული მდგომარეობა
რავიცი ხალხნო თქვენი საქმისა თქვენ იცით, მარა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გინდათ დაანებოთ თავი და იბრძვით ყოველდღიურობაში. ხშირ შემთხვევაში არ გამოგდით, მარა ერთი არის ძალიან მაგარი - იკაიფეთ იმ მომენტით როდესაც არ ეწევით, სუფთა ფსიქოლოგიური ამბავია. ბევრად მოტივირებული ხარ და მაგა ჯანზეც. შეიზლება გეგონოთ რომ უსიგარეტოდ წესიერად ვერ ურთიერთობთ ადამიანებთან, რაც არის სრული იდიოტიზმი, პირიქით, აქოთებული ტიპთან ურთიერთობა მწეველსაც არ სიამოვნებს, არც თქვენ მათ შორის
This post has been edited by Gvelkuasi on 29 Apr 2015, 23:41
|