ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სამინისტროს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სემეკ-ის წარმომადგენლებს მიმართა, შიდა საუბრების გასაჯაროებით მოსახლეობას ხელოვნურად ნუ დაძაბავენ.
„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლს. ყველას მივმართავ თხოვნით, თავი შეიკავონ და ხელოვნურად ნუ ძაბავენ მოსახლეობას, ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია. არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გუშინ ტარიფის მომატების განაცხადი შეიტანა სემეკ-ში. კომპანიამ განაცხადა, რომ ლარის დევალვაციის გამო გაუძვირდა იმპორტირებული ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი და ამიტომ არსებული ტარიფი მის დანახარჯებს ვეღარ ანაზღაურებს. სემეკ-ს კი კანონმდებლობა უფლებას აძლევს, სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილება 10 სექტემბრამდე მიიღოს.
http://agora.ge/news_.php?news_id=7894