ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად, სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.
http://irakligaribashvili.ge/მგონი დამთავრებული არ აქვს სორბონა, გვაბოლებდნენ...
ამას საფრანგეთში ნასწავლის მაინც არაფერი ეტყობა, აი წულუკიანი ხო ბნელია, მაგრამ ეტყობა, რომ წიგნებთან ზედმიწევნით ბევრი საათი აქვს გატარებული. აი ღარიბაშვილს არ ეტყობა, რომ განათლებული ადამიანია. მიშას კირკიტაძეს მაგონებს ხეპრეობით.
This post has been edited by serpico on 23 Apr 2015, 18:58