ტყუპები (მარჩბივი) 20 მაისი - 22 ივნისი
- ნიშანი: ტყუპები
- სტიქია: ჰაერი
- ზოდიაქოს მე-3 ნიშანი
- ჰაერის 1-ელი ნიშანი
- მმართველი პლანეტა: მერკური
- დევიზი: „მე ვფიქრობ!“
- ასტროლოგიური ქვა: ზურმუხტი, საფირონი, აქტი, ქალცედონი და ტოპაზი
- მეტალი: ოქრო და ვერცხლის წყალი
- ბედნიერი რიცხვი: 3, 5, 12, 18
- ბედნიერი დღე: ოთხშაბათი და კვირა
- უიღბლო დღე: ხუთშაბათი
- ბედნიერი ფერები: ნაცრისფერი, ცისფერი, ღია ყვითელი, ფორთოხლისფერი, იისფერი, - ოქროსა და ვერცხლის ფერები (მწვანე არ არის სასურველი)
- ქვეყნები და ქალაქები: ჩრდ. ამერიკა, ჩრდ. აფრიკა, ბელგია, ქვედა ეგვიპტე, კანადა, ლონდონი, მელბურნი, სან-ფრანცისკო, უელსი
- პარფიუმერია: ორქიდეის სურნელიმარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს.
ტყუპები _ დადებითი, “ჰაეროვანი” ნიშანია, რომელიც იმართება გონიერი მერკურით, რომელიც ასევე, ხანდახან შეყვარებულების სიმბოლიზებასაც ახდენს. ბუნებრივია, რომ ვისაც მზე ტყუპების ნიშანში აქვს, არის შემოქმედებითი, მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ფლობს ლიტერატურის ანდა ურთიერთობის შესაძლებლობებს.
მათ ხელების მეშვეობით დახვეწილად მუშაობა შეუძლიათ, უყვართ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. ეს ადამიანები კომუნიკაბელურნი, მეგობრულები და ზრდილობიანები არიან. ჩვეულებრივ, ისინი აჩქარებულები, ექსპრესიულები და აღგზნებულები არიან; მაგრამ, რადგანაც ტყუპები _ ორმაგი ნიშანია, განწყობა მერყეობას ექვემდებარება.
ისინი კარგად მუშაობენ იქ, სადაც აუცილებელია ადამიანებს შორის ურთიერთქმედება. შეიძლება მათ გადაჭარბებული ენთუზიაზმი დაეუფლოთ, რომელიც, შესაძლებელია გადაქანცვის მიზეზი გახდეს, ხანდახან კი, ნერვიული აშლილობისგან იტანჯებიან.
მათ სურთ, რომ ყველაფრის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ისინი საინტერსო მოსაუბრენი არიან. მაგრამ ხანდახან სხვების საქმეებში ერევიან.
დიდად აფასებენ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად არიან გათვითცნობიერებულნი. უყვართ კითხვა და წერა, ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.
ადამიანებმა, მზით ტყუპებში, ბევრი იციან, ფლობენ ენებს. ისინი მორცხვები არიან, სიტუაციაზე მორგება - შეგუებისკენ აქვთ მიდრეკილება. შეუძლიათ ფულის გამომუშავება და კარგად ახერხებენ ფულის განკარგვას. იციან ძვირფასეულობების ფასი და სექსუალურ საკითხებში დახვეწილები არიან. მათი ნახვა თუ გსურთ, მაშინ შეგიძლიათ ისინი იპოვოთ იმ დროს, როცა იმ საქმით არიან დაკავებულნი, რომელიც ფაქტებითა და ციფრებით ოპერირებასთანაა დაკავშირებული. ისინი მოხერხებულნი, კარგად განათლებულნი და სკეპტიკოსები არიან, მათგან შესანიშნავი კრიტოკოსები გამოდიან. ასტროლოგიის, მედიცინის და სხვა მეცნიერებების ინტერესი აქვთ. საკუთარ საქმეში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში დიდსულოვნები და თავაზიანები არიან. ისინი მერკურმა დააჯილდოვა ისეთი თვისებებით, როგორიცაა: მრავალრიცხოვანი შესაძლებლობები, სწრაფად მოქმედება, გონიერება და კარგი მახსოვრობა.
ლეგენდა:ტყუპები _ ორმაგი ნიშანია, რომელიც ორი ძმის სიმბოლიზებას ახდენს, კასტორისა და პოლუქსისას, ერთი დედის (ლედას) შვილებისა, მაგრამ სხვადასხვა მამებისგან: მოკვდავი ტანდარეოსი და უკვდავი ზევსისა. ლეგენდის მიხედვით, როცა კასტორი დაიღუპა, ტყუპისცალი შეევედრა ზევს ნება დაერთო მისთვის საკუთარი უკვადავება გაეყო და მას შემდეგ ისინი განუყოფელნი გახდნენ, ერთად ატარებდნენ ერთ დღეს -ოლიმპზე, მეორე დღეს კი – მოკვდავთა სამეფოში.
ლეგენდისა და ასტროლოგიის შესაბამისად,
ანსხვავებენ ორი ტიპის ადამიან – “ტყუპებს”. გვხდებიან
შერეული ტიპაჟებიც, რომელშიც სხვადასხვა დროს სჭარბობს ხან სულიერი, ხან მატერიალური საწყისი.
უკვდავი პოლუქსი დაფრინავს ემპირიებში. მასში სჭარბობს ხელოვნება, გონება, ინტელექტი. ემოციები და ვნებები მკვეთრად შეზღუდულია ინტელექტით. ფიზიკური ცხოვრების მიმართ ნაკლები ინტერესი ვლინდება. ქორწინებაში მნიშვნელოვანია სულიერი კონტაქტი, ვიდრე სექსუალური.
მოკვდავი კასტორი: განწყობის ადამიანია, უყვარს მგზავრობა, გართობა, საერთოდ _ გარეგნული, ყოველდღიური ცხოვრება. ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებული _ მოუსვენარი, დაუდეგარი, საქმიანობის წყურვილით სავსე. მას მუდმივად უჩდება ახალი იდეები, გეგმები, მუდმივად სადღაც უწევს წასვლა, სადღაც დარეკვა, საკუთარ ჩანაფიქრებზე ვინმესთან საუბარი _ სხვაგვარად იწყენს და შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს.
ადამიანი ნერვიული, ურთიერთობაში _ თავისუფალი, “მსუბუქი”, მუდმივად რაიმე მოუხელთებლის დევნაშია, კავდება თანმიმდევრულად და საფუძვლიანად მხოლოდ იმით, რაც მას აინტერესებს. ასეთ ადამიანს, ზოგადად, აინტერესებს პოლიტიკა; ის კარგად მსჯელობს პოლიტიკურ და, საერთოდ, აბსტრაქტულ საკითხებზე, მაგრამ პრაქტიკული კუთხით იშვიათად აღწევს წარმატებებს: ხან საკუთარ ძალისხმევას მიმართავს უპერსპექტივო მიმართულებით, ხან კი, ერთდროულად ორ კურდღელს დასდევს.
სიამოვნებით ერთვება სხვადასხვა სპეკულაციებში; მოკლედ, მისთვის ეს _ გონების თამაშია და არა ფულის შოვნის საშუალება (რაც მას იშვიათად გამოსდის).
წარმატებას აღწევს იმ საქმეში, რომელიც ითხოვს გადაადგილებას და გონების მოძრაობას (ჟურნალისტები, თარჯიმნები); ჩვეულებრივ, ათანხმებენ რამდენიმე სახის ასეთ საქმიანობას. ტყუპების ნიშანში სატურნის მდებარეობისას_ აკურატული, მკაცრი მოხელე (ბუჰღალტერი, კადრების მუშაკი); თუ ტყუპების ნიშანში რამდენიმე პლანეტაა ანდა ძლიერი მერკურია _ ეს თვისებები ძლიერდება.
ტყუპები, ჩვეულებრივ, ქალაქის მკვიდრია, კონტაქტური ადამიანია, მაგრამ – სტრესული: მისი მუდმივი საქმიანობა ეხმარება რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში, მაგრამ ძლიერ თრგუნავს გარშემომყოფებს. ტყუპები ფიზიკურად ამტანები, მაგრამ ემოციონალურად ლაბილურები არიან: როგორც მოწყენა, ასევე გადაღლილობა მკვეთრად აუარესებს მათ ფიზიკურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევებში კარგი მაჩვენებელია იოგა, დიდი ტენისი, ფეხით გასეირნება ანდა ველოსიპედი. აბსოლუტურად აუცილებელია სრულფასოვანი ძილი. ყავა და სხვა დოპინგები უკუმაჩვენებელია. ღამით კარგია მიიღოს რამდენიმე წვეთი ვალერიანი. ძილის წინ ასევე კარგია სეირნობა. საერთოდ, სეირნობა, მითუმეტეს ხანმოკლე მოგზაურობა, სასარგებლოა, რადგან ტყუპებს მედიკამეტებზე და თერაპიებზე ხშირად არაპროგნოზირებადი რეაქცია აქვთ. ასევე სასარგებლოა ჰომეოპატიური და ნატურალური ფოსფორი, ბალახებიდან _ ბეგქონდარა.
()()()()()()
ტყუპებს ბუნებრივი ენების ათვისების უდიდესი უნარი აქვთ, მაგრამ ეს _ როგორც ინფორმაციის გადაცემის საშუალება, ისე განიხილება; ენის “სიმსუქნე”, სტილისტური შეფერილობები, ჩვეულებრივ, ან დაიგნორებულია, ანდა ცუდად გამოსდით. ტყუპები ადვილად სწავლობენ საგასაღებო სიტყვების ნაკრებს და ნებისმიერი ჟარგონის ფორმებს, მაგრამ მათი ინტონაცია ძალიან რთულად გამოსდით;
სამაგიეროდ, ცნობების ეს ნაკრები და ერუდიცია ფაქტების ნებისმიერ სფეროში (ანუ ინფორმაცია, რომელიც ყველას მიერ აღიქმება ერთნაირად), სხვა ნებისმიერ ნიშანთან მიმართებში, მათ შეუდარებელს ხდის.
ტყუპებს ძალიან უძნელდებათ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება. ისინი ექვემდებარებიან იმ ინფორმაციულ ნაკადს, რომელიც მათზე გადის; სხვა სიტყვებით, ისინი ფიქრობენ ზუსტად იმდენს, რამდენსაც საუბრობენ, და სჯერათ იმის, რაც ესმით და განსაკუთრებით, რასაც კითხულობენ. შემდეგ ისინი წაიკითხავენ ისეთ რამეს, რაც წინანდელთან წინააღმდეგობაში მოდის და ახლა ამას იჯერებენ _ მაგრამ ეს ნაკლებად ადარდებთ: საკუთარი ბუნების წინააღმდეგობრიობას ადვილად ეთანხმებიან _ ისინი არ უფიქრდებიან ამას, ამისთვის არ სცალიათ.
ტყუპები, შემგუებლობის მხრივ (მორგების მხრივ), უფრო უნარიანია, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშანი. მათ შეუძლიათ ნებისმიერთან და ნებისმიერ რამეზე საუბარი და აუცილებელი ინფორმაციის გადასაცემად შესაძლებლობას ყოველთვის იპოვიან; მაგრამ აქ, ასევე, დაფარულია მათი აქილევსის ქუსლი _ ისინი წვრილმანებზე იხარჯებიან. ხანდახან მსხვილ პრობლემებს თავს ვერ აღწევენ და, ამ დროს, ამ პრობლემებს ათ პატარა სიდიდედ “ახურდავებენ”.
წყარო: astroblogi.com
www.astrologia.ge
forum.ge

წინა თემების ლინკები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by woman_ on 5 May 2014, 19:54