იმდენი ვწერე იქ თან პარალელურად ვიდეოს ვუყურებდი და 10 წუთში დახურა ფორცხოლმა.

ხოდა აქ დავაკოპირებ:
მოკლედ რაც ზუსტადაა ცნობილი და არც ერთ კონსპირაციულ თეორიას არ გამორიცხავს იმ ფაქტებს ჩამოვწერ: თვითმფრინავი აფრინდა კუალა ლუმპურიდან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დისპეჩერთან ბოლო კონტაქტის მერე ტრანსპონდერი გაითიშა უკან შემობრუნდა(სამხედრო რადარებმა დააფიქსირეს) და მთავარი პილოტის მშობლიურ ქალაქს გადაუფრინა, ამ დროს პილოტის ტელეფონი ანძებს დაუკავშირდა. სატელიტური კავშირიც გაითიშა ტრანსპოდერის გათიშვის დროს და მთელი დროის განმავლობაში რაც მალაიზიის საჰაერო სივრცეში იყვნენ და რადარიც აფიქსირებდა არ ჩართულა. რადარის ხედვის არიდან გასვლის მერე 30 წუთში ისევ აღდგა კავშირი სატელიტთან. ორჯერ ცადეს სატელიტური ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ არავინ უპასუხა. ამის შემდეგ სატელიტიდან დაშორების მიხედვით დადგინდა ორი შესაძლო მარშრუტი. პირველი ინდოეთის ოკენის სამხრეთით წყდება. მეორე ყაზახეთში. ასევე ნაპოვნია 3 ნამსხვრევი რომელიც დადასტურებულად ამ თვითმფრინავისაა. სერიული ნომრებით დაადგინეს.
ეხლა შეთქმულების თეორიები:
1. ყაზახეთში დასვეს და თვითმფრინავის ნარჩენები სპეციალურად ჩაყარეს ზღვაში.
2. ამერიკელებმა ჩამოაგდეს - ვთქვათ ეს მართალია. მაინც გაურკვეველია ამერიკელების ბაზასთან რა უნდოდა. თვითმფრინავის მარშრუტი ათასობით კილომეტრითაა დაშორებული იმ ბაზიდან. რომც ჩამოეგდოთ და ამერიკელებმაც რომ აღიარონ ოფიციალურად მაინც ვერავინ ახსნის მანდ რა უნდოდა თვითმფრინავს.
3. აღდგომის კუნძულებზე დაჯდომას ცდილობდა რა დროსაც ჩამოვარდა.
პილოტის მოტივებს რაც შეეხება(თუ პილოტმა მოიმოქმედა ეს უბედურება), მალაიზიას ყავს ღლე მთავრობა(ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას smile.gif ) და რაღაც რაღაცები არ მოხვდა ოფიციალურ გამოძიებაში და ცოტა მოგვიანებით გაჟონა. მაგალითად ის რომ პილოტის აიფონი მშობლიურ ქალაქთან ჩაფრენისას ანძებს დაუკავშირდა.
სიმულატორზეც ამბობდნენ ადრე და არ დასტურდება რომ პილოტმა ეგ მარშრუტი აირჩია სიმულაციაზე. საბოლოო წერტილები ამოიღეს სიმულატორიდან, მაგრამ ვერ დადგინდა ერთი სესიის ფარგლებში მოინიშნა ეს წერტილები და ფრენის მარშრუტს ასახავს თუ უბრალოდ რამდენიმე სესიის დროსაა დაფიქსირებული და უბრალო დამთხვევაა.