უკრაინელი სტუდენტი: დედაჩემმა მითხრა, სააკაშვილს თუ არ ჩაეხუტები სახლში არ შემოგიშვებო
15:51 23.04.2015
აღმოსავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, ქალაქ ხარკოვს ეწვია.
ის იაროსლავ ბრძენის სახელობის აკადემიას ესტუმრა, სადაც სიტყვით გამოვიდა და აკადემიის სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
შეხვედრისას ერთ-ერთმა სტუდენტმა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი დედის მოთხოვნა გადასცა და მას ჩახუტების უფლება სთხოვა.
„დღეს დედაჩემს ვესაუბრე, რომელიც ლუგანსკის რაიონში ცხოვრობს. მან მითხრა, შვილო სააკაშვილს თუ არ ჩაეხუტები, სახლში არ შემოგიშვებო“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტს თხოვნა შეუსრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა აკადემიის სტუდენტებთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღო.
http://www.newspress.ge/sazogadoeba/65632-...mogishvebo.html ქოცებოო , ბოღმამ არ დაგახრჩოთ