#44263232 · 8 Apr 2015, 16:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მეგობრებო. მაქვს ნაქირავები ფართი. 50 კვ მეტრამდე ცალკე მდგომი შენობა. შენობა გარემონტებულია, შიგნით დგას თონე, გაკეთებულია სველი წერტილი, შეყვანილია გაზი, დენი, წყალი. მოკლედ აბსოლუტურად მზადაა საქმიანობის დასაწყებად. როგორც მიხვდით საუბარია საცხობზე.
იმისათვის რომ საქმიანობა უფრო მომგებიანი გახდეს, მესაჭიროება რამდენიმე დანადგარის შეძენა. რისთვისაც ვეძებ პარტნიორს. მჭირდება 5000 ლარამდე ინვესტიცია. საქმე მომგებიანია, რამოდენიმე სავაჭრო და კვების ობიექტთან უკვე მაქვს შეთანხმება. დაინტერესებული პირები დამიკავშირდით, დეტალებს აგიხსნით პმ-ში.
--------------------
SALESMAN © 2009 SLSHB, Inc.
|