SteamWorld Dig - თამაში რომელიც შექმნა მცირე შვედურმა კომპანიამ - Image & Form მალევე მოხვდა Nintendo eShop - ზე. მწარმოებლებმა უარი განაცხადეს რეკლამაზე და გაამახვილეს ყურადღება უშუალოდ თამაშზე.
თამაშის სიუჟეტის სახელიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია - თამაში ეხება თხრას. მოვლენები ვითარდება ველურ დასავლეთში, იქ სადაც ადამიანების ნაცვლად სიცოცხლეს მხოლოდ რობოტები აგრძელებენ. გეიმფლეის ძირითად დროს მოთამაშე ატარებს მიწისქვეშ. მთავარი გმირი - რასტი მიემგზავრება საკუთარი შახტიორი ბიძის მოსანახულებლად. ქალაქის სამი მოსახლე რობოტი გულღიად ხვდება თავის სტუმარს. ისინი რასტის სამწუხაო ამბავს ამცნობენ - მთავარი გმირის ბიძა მიწიქვეშიდან არ დაბუნებულა. მისი მოძებნა ძნელი არ ყოფილა - ის შახტის შესასვლელთან იპოვეს, უფრო სწორედ იპოვეს მხოლოდ ის რაც მისგან იყო დარჩენილი - ჟანგიანი თავსახური და კიდევ რამოდენიმე დეტალი. სიკვდილის მიზეზი უცნობი იყო. მთავარი გმირიც არ აყოვნებს და იწყებს სიკვდილის მიზეზის შახტის ღრმა ნიადაგის ფენებში გამოკვლევას.
თამაში წარმოადგენს ორგანზომილებიან პლატფორმას. მოთამაშეს ევალება შახტაში ჩასვლა. მიწის თხრით ის აკეთებს მარშრუტებს ყოველ ჩასვლაზე უფრო და უფრო ღრმად მიწაში. საჭიროა მარშრუტის კარგად დაგეგმარება გამომდინარე იქიდან რომ გასათვალისწინებელია უკან დაბრუნებაც. მიწისქვეშ შეგვხვდებიან იქაური ბინადარნი. მათი მოკვლა გვაძლევს გარკვეულ ეჩივმენთებს. მიუხედავად ერთფეროვანი გეიმფლეისა, თამაშის პროცესი საკმაოდ საინტერესოა და ჩამთრევი.
გადმოსაწერი ლინკი
...