#44418388 · 25 Apr 2015, 22:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
# ფილოსოფიაში არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც სურვილის ან ნატვრის საგანი, თვითონ სურვილი ან ნატვრაა. ... მართლაც რომ, რაიმე ნივთზე, ან სოციალურ სიტუაციაზე ოცნების დროს შეიძლება გაცილებით უფრო მეტი ენდორფინი გამოიყოს, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი რეალურად ახდება. .... იგივე თეორიაა მენეჯმენტშიც: წარმატებული პროდუქტი იქმნება მაშინ, როდესაც პროდუქტით მიღებული სიამოვნება მეტია ამ სიამოვნების მოლოდინზე, თუმცა ხშირად პირიქით ხდება. ძირითად შემთხვევაში, მოლოდინი უფრო ძლიერია, ვიდრე რეალობა. ასეთია სურვილის ბუნება. ასეთია რადგან ჩვენი წარმოსახვა უფრო მდიდარი და ძლიერია რეალობაზე, (ეს ერთი) მაგრამ ის ბევრ გვერდით ეფექტს ვერ ითვალისწინებს (ეს მეორე). ამ ორ თვისებას კი მივყავართ ძლიერ იმედის გაცრუებამდე.
# ახლა კი დავუბრუნდეთ პოლიტიკას: 2012 წლის ქართული ოცნების ელექტორატს ჰქონდა სურვილი, უფრო სწორედ, ელექტორატის სხვადასხვა ნაწილს - სხვადასხვა სურვილები. (ვიცი რო სურვილია სწორი) მე ორ დიდ ჯგუფს გამოვყოფ (ელექტორატისა):
ა) ნაციონალური მოძრაობის "ძალადობრივი პოლიტიკის" მოწინააღმდეგენი, რომლებიც ძირითადად მის ფიზიკურ ასპექტს აკრიტიკებდნენ. (მიტინგების დაშლა, ოპოზიციის შევიწროვება და რაც ყველაზე მთავარია - ციხის კადრები). ამ ადამიანებს არ სჯეროდათ, რომ ქართული ოცნება სასწაულს მოახდენდა ქვეყანაში ან თუნდაც სოციალური სიტუაცია ცოტათი მაინც გაუმჯობესდებოდა, მაგრამ მათ უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას ყველაფერი არჩიეს.
ბ) ხალხი რომელიც გულწრფელად ფიქრობდა, რომ ქართული ოცნება მათ (ანუ ამ ხალხის) სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას საგრძნობლად შეცვლიდა
ა და ბ წრეებად რომ წარმოვიდგინოთ, დიდი ნაწილი გადაიკვეთებოდა შუაში, იმიტომ რომ ბევრი ეკუთვნის ა ჯგუფსაც და ბ-საც. თუმცა მომდევნო კითხვებში, გთხოვთ მაინც აირჩიოთ ბანაკი.
# ახლა რაშია საქმე: დაკვირვებისას მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი რის გამოც ამ ფორუმზე (და საერთოდ ქვეყანაზე) ხალხი უკმაყოფილოა დღევანდელი მთავრობის მოღვაწეობით არის ის, რომ სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
# ეხლა უყურეთ:
ექსკლუზიურად ა ჯგუფის წარმომადგენლები წესით არ უნდა იყვნენ იმედგაცრუებულნი, რადგანაც, არც ჰქონდათ რაიმე იმედი. რაც უნდოდათ, ის შეცვალეს (ნაციონალური მოძრაობა წავიდა ხელისუფლებიდან და მისი ბევრი ლიდერი დღეს დაკავებულია). ესე იგი დაგვრჩა ბ ჯგუფი. აქ კი მივადექით ყველაზე საინტერესო ეტაპს: ბ ჯგუფი იყოფა რამოდენიმე ქვეჯგუფად: 1) მხოლოდ პირადი გამდიდრების მიზნით ამომრჩეველთა ჯგუფი.(სამსახურის შოვნა, ახლა ჩვენი დროა და ამბები) 2) უტოპიური ამომრჩეველთა ჯგუფი. ("ივერია გაბრწყინდება 1 წელიწადში" პრინციპი) 3) ხალხი რომელიც ელოდა მთლიანი პოლიტიკის შეცვლას, რაც გამოიწვევდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ქვეყანაში.
### ახლა კი ვეკითხები ბ ჯგუფის მე-3 ქვეჯგუფის ხალხს: რა ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო კონკრეტულად თქვენი აზრით?
რა უნდა შეცვლილიყო პოლიტიკაში? რა რეფორმები? რა სოციალური/ეკონომოკური/ფინანსური/კულტურული/ პოლიტიკა? რა რეგულაციები / რა თავისუფლებები?
და რატომ ხართ იმედგაცრუებულები?
^^^(თემა ალბათ 1 გვერდს ვერ აცდება ან ეგრევე დახურავენ, მარა ნიჩიო)
|