თუ არ ვცდები აქ უნდა გამეხსნა, მაგრამ თუ რამე შემეშალა სადაც საჭიროა იქ გადააგდეთ (
მინდა გავხდე პროფესიონალი შეფ მზარეული და ინტერნეტში ვიპოვე "საქართველოს კულინარიის აკადემია"
აქვთ სამი პროგრამა:
http://agruni.edu.ge/ge/CulinaryAcademy ესენია : მზარეულის აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამებს;
მზარეულის სასრტიფიკატო პროფესიულ კურსებს;
მოყვარულ კულინართა კურსებს;
მოყვარულის კურსები არ მინდა. მაინტერესებს კონკრეტულად რა განსხვავებაა აკრედიტებული პროგრამა დამთავრებულ და სასერთიფიკაციო პროგრამა დამთავრებულ სტუდენტებს შორის?
აკრედიტებული რომ დავამთავრო, კურსი რომელიც სამი პროგრამისგან შედგება
მზარეულის პირველი საფეხური ;
მზარეულის მეორე საფეხური;
მზარეულის მესამე საფეხური ;
ჩემზე მაგარი იქნება სერთიფიკატიანი სტუდენტი მაინც?
სერთიფიკატიანზე ეს არის ჩამონათვალში:
მზარეული - შეგირდი
მზარეული - ოსტატი
მზარეული - შეფი
პირველზე დიპლომს მაძლევენ, მეორეზე სერთიფიკატს
ხოლო მეორეზე წერია ეს : მზარეულის სასერტიფიკატო პროფესიული კურსები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელსაც სურს მცირე დროში დაეუფლოს კულინარიის ხელოვნებას.
და პირველზე ეს : მზარეულის აკრედიტებული პროფესიული პროგრამები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს, საფუძვლიანად შეისწავლოს კულინარია, გახდეს პროფესიონალი მზარეული და მიიღოს პროფესიონალი მზარეულის დიპლომი.
* პროგრამის 60%-ს შეადგენს პრაქტიკული მეცადინეობები (სასწავლო პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა)
კითხვები დამიბადა იმან რომ რომ გადავათვალიერე რა შედიოდა პროგრამებში, მგონი აშკარად სხვადასხვა რაღაცეები შედის და დაბნებული ვარ, რა ვქნა არ ვიცი...
ხო გუშინ თუ გუშინწინ ბებიაჩემს დავუტოვე ნომერი, დაურეკა , მეგონა რაღაც გაიგო, მაგრამ საიტზე სულ სხვა რაღაცეები წერია მან სულ სხვა რაღაცეები მითხრა რომ უთხრეს
ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ რა ვქნა

ამ დღეებში უნდა მივიდეთ ვნახოთ რა ხდება როგორი სიტუაციაა, მაგრამ, ჯერ ხომ მინდა დავრწმუნდე რომ საუკეთესო განათლებას მივიღებ ( ნუ კონკრეტული დაწესებულების მაშტაბებში სადაც ასწავლიან ამ ყველაფერს ((((
სტიმული დამეკარგა უკვე ასე არეულად რომ არის ყველაფერი და უთავბოლოდ, არადა ძაან მინდა შეფ მზარეულობა და რომც არ მინდოდეს ერთადერთია რაც ასე თუ ისე გამომდის საჭმლის კეთება და თუ მივაწვები იქნებ წარმატებით ჩავაბარო მერე სამსახური ვიშოვო და გადავიდე სახლიდან და მოვშორდე ოჯახს და მერე სიკვდილამდე მარტო ვიცხოვრო