
ფილმის მთავარი გმირი, 37 წლის რენე დადიანი, იმ ქალაქის განუყოფელი ნაწილია, რომლის აურზაურშიც იშლება ისტორია.
რენე კინოსკოლაში ვიდეოხელოვნებას ასწავლის. ამავე დროს გაზის მანქანაზე მუშაობს. მსგავს სიგიჟეს ექსცენტრიული დადიანი იმით ამართლებს, რომ კაცმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ნახოს. მას სჯერა, ,რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი ფანტაზიის წარმოსახვის უნარი გააღრმავოს და შექმნას ე.წ. “მირაჟის რეალობა”. იგი საზოგადოებას კამერით აკვირდება, რომლის ობიექტივში თვითონვე ხვდება.
რენეს გამძაფრებული გრძნობები და გაორებული გონება ერთმანეთში ირევა და ტოვებს მხოლოდ გაურკვევლობას და კითხვას: სად დაიწყო, ან სად სრულდება მისი ცხოვრების რეალური ისტორია.

რეჟისორი: ალეკო ცაბაძე
სცენარი: ალეკო ცაბაძე
ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე
მხატვარი: გოგი მიქელაძე
პროდიუსერ(ებ)ი: ლევან კორინთელი, არჩილ გელოვანი
მონაწილეობენ: ნიკა თავაძე, ზურა ბეგალიშვილი, ვიქტორ ბარბაქაძე, მიშა გომიაშვილი, თინა ალექსიშვილი, ნიკო გომელაური.

დამატებითი ინფო:
ვებ-გვერდიეროვნული კინოცენტრიIMDBეროვნული ფილმოგრაფია - არ მოიძებნა
ფაცებუქი- არ მოიძებნა
ფილმი მონაწილეობდა ტალინის, მანჰაიმ-ჰაიდელბერგის, მონრეალის კინოფესტივალების სხვადასხვა პროგრამებში.
დღეს დახურავს თბილისის კინოფესტივალს.