"მე მოვდივარ ჩემი განმანთავისუფლებელი ნავით ! ქართველო , დამხვდი მანდ !"
“ მე მოვდივარ ჩემი განმანთავისუფლებელი ნავით ! ქართველო , დამხვდი მანდ !
უკვე დროა ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეთ და ყველა , ვისაც ქართული სახელმწიფოებრიობა ადარდებს გემის კაპიტნად იქცეს . სიმართლეს ხელებს ვერავინ გადაუგრეხს და ძალით ვერავინ ვერაფერს წაგლეჯს ჭეშმარიტებას . თუ გავხდებით ერთიანნი და მიზნისკენ გემის ეფექტით ვიმოძრავებთ , საქართველო აუცილებლად გადარჩება . რა თქმა უნდა, ეს ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად მოვიშორებთ იმ მმართველ ძალას და მათთან ფესვებგადგმულ პარტიებს , რომელებიც საქართველოს სისხლს სწოვენ .
მე მარტო როდი მოვდივარ ,პრაღა და პრაღელები უერთდებიან ჩემს აქციას. მოვუწოდებ ყველა ქართველ ემიგრანტს დაგვიდგნენ გვერდით და გამოემართონ ნავებით საქართველოსკენ . დროა ყველამ გაიაზროს თუ რა პრობლემების წინაშე ვართ, დროა ყველა გახდეს გემის კაპიტანი ან თუნდაც ბოცმანი .
ერთად მოვიშოროთ დიდი შავი ჭირი, რასაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობ ჰქვია. " აცხადებს ვ.მთავრიშვილი
მიმაგრებული სურათი