მაშ, ასე, ჯერ შინაარსი: -
კომპანია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ ლარს მიიღებს და რომელიც უსაშველოდ გაპიარდა, საიტზე უთითებს არასწორ ნომრებს, ვითომ ლონდონისას... მერე კი აღმოჩნდება, რომ ეს ნომრები ფიგურირებს უკვე არსებულ გამოძიებულ მასალებში და ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ოფშორში საბანკო ანგარიშების გახსნაზე და ოფშორული კომპანიების დაარსება-რეგისტრაციაზე ჩალიჩობს... და რაც მთავარია, არავინ იცის ზუსტად, რა თანხაზეა საუბარი, რასაც ბიუჯეტიდან ეს "ექსპერტები" მიიღებენ და პლუს, ამ მაქინაციას მოსკოვიდან უწევენ კოორდინაციას და არა ევროპიდან...
http://www.fmabkhazia.com/news/13293-thagh...-biuetidan.htmlცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე მორიგი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს და ასკვნის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაპიარებული კონსალტინგური კომპანია, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, მილიონობით დოლარს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს, სინამდვილეში, შესაძლოა, უბრალოდ, თაღლითური ჯგუფი იყოს.
ვლადიმირ ივანიძე წერს, რომ კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზე თავდაპირველად მითითებულ ნომრებზე დარეკვა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ისინი, უბრალოდ, არასწორად იყოი მითითებული, თუმცა, მის მიერ ამ ლაფსუსის გამჟღავნების შემდეგ საიტზე სასწრაფოდ შეიცვალა ნომრები (რასაც ცხადყოფს საძიებო სისტემაში ქეშის სახით შენახული სქრინი, თან ერთვის თავდაპირველი და შემდგომი ვარიანტები - რედ.),
თუმცა, ამით სიტუაცია არ გამოსწორებულა:
„ჭორვილის ინტერნეტცენტრმა, რომელიც ჩემს ჩანაწერებს თვალყურს ადევნებს, ნომრები კი შეცვალა, მაგრამ ამით, ფაქტობრივად, მხოლოდ გააურესა მდგომარეობა, რადგან უცვლელად დატოვეს ზედმეტი „0“ კოდის „+44“ შემდეგ. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ უარესი ქნეს, რადგან თუ ზედმეტ „0“ მოვაშორებთ (ის მხოლოდ ქვეყნის შიგნით ნომრის აკრეფის დროსაა საჭირო), მაშინვე გაირკვევა, რომ სინამდვილეში, ტელეფონი, რომელიც "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზეა მითითებული, ადგილობრივ საბუღალტრო კომპანია „Churchill Accountants“-ს ეკუთვნის", - წერს ვლადიმირ ივანიძე.
ვლადიმირ ივანიძე ბრიტანეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველთა ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით ასკვნის, რომ კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონები გამოყენებული იყო ოფშორულ ბანკებში ყალბი ანგარიშების გასახსნელად და ყალბი ოფშორული კომპანიების დასარეგისტრირებლად...
ამავე მონაცემებს ასახელებს ივანიძე წყაროდ, როცა წერს, რომ ამ მაქინაციების საკოორდინაციო ცენტრი მოსკოვში მდებარეობს და ამატებს, რომ ამის დამადასტურებელი მონაცემები მას უკვე ხელთა აქვს.
სანამ ვლადიმირ ივანიძე თავისი ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილს გამოაქვეყნებს, მისივე ნებართვით ვაქვეყნებთ პირველ ჩანაწერს, ანუ, ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილს.
http://www.fmabkhazia.com/news/13293-thagh...-biuetidan.html
უოტსონ, ჩემო კარგო, უოტსონ! ეს ხომ ელემენტარულია...
რაც უნდა თქვან შენზე ... იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ.