ადრე მინდოდა ყიდვა ამ პროცესორის (Q9650). ესევე მირჩიეს რომ ამისი ანალოგი E5450 მეყიდა, რომელიც ფასითაც უფრო დაბალია, გრილი, ნაკლები ენერგომოხმარებით და ა.შ. ვიყიდე E5450 თავისი გადამყვანით, ნორმალური მაზერით (P5QL/EPU). მქონდა რამდენიმე თვე, მერე ამოვიღე და ცოტა ხანი მქონდა უკვე Q9650.
შეიძლება ვცდებოდე ეხლა რასაც დავწერ

, და შეიძლება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში იყო ასე, მაგრამ:
თამაშებში E5450 დაახლოებით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ ვამჩნევდი ძალიან მოკლე ფრიზს (ალბათ ნახევარ წამიანს ან უფრო პატარას), და ესე პერიოდულობით აკეთებდა ამას, Q9650-ის შემთხვევაში ასეთ რამეს არ ქონია ადგილი... ნაწილები დანარჩენი იგივე მქონდა ყველაფერი. რაზგონზე, ურაზგონოდაც, სხვადასხვა ვინდოუსებზე, იგივე იყო ყველაფერი, მერე ვინჩესტერს დავაბრალე მარა არაფერი არ შეცვლილა. ყველა თამაშში არა რა თქმა უნდა, მარა რამდენიმეზე ესეთი ფრიზები იყო (call of duty MW, MW 3, black ops 1,2 და ა.შ. shooter-ებში ძირითადად

)
+++ რაზგონის პოტენციალი მგონი უკეთესი აქ Q9650-ს, ესეც ჩემი შედეგებით რა თქმა უნდა.
_______________________________________________________________________________________________________________________
შეიძლება რომ არაა ეს ქსეონი თუ ზეონი სათამაშოდ გათვლილი და სხვა ოპერაციებზეა უფრო მორგებული?
თუ სისულელეა ეს ყველაფერი ???