#44435317 · 27 Apr 2015, 21:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული. ნეფე-პატარძალმა ჯერ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი, შემდეგ რესტორნის დარბაზში, სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლის თვალწინ, ცოლ-ქმრობის აქტზე საზეიმოდ ხელმოწერაც დასვეს. და აქ მოხდა რაც მოხდა. ქორწილში დაპატიჟებულმა მილეთის ხალხმა ერთხმად დაიწყო რუსეთში გამდიდრებული ქართული წარმოშობის მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის რუსული სახელის სკანდირება კნინობითი (მოფერებითი) ფორმით. - ბორკა! - ბორკა! - ბორკა!
ყურებზე ხელი მივიფარე და რესტორნიდან გარეთ გამოვვარდი. უკან მომყვებოდა დიდი მეცენატის სახელის ჩახუტებით აღფრთოვანებული მექორწინეების ყიჟინა და აბლოდისმენტები.
რას გვიშვება ეს მთავრობა. წინარე 9 წლიან პერიოდში არსად გამიგია ქორწილის დაწყება "მიშა, მიშას" სკანდირებით. მხოლოდ სკამზე მოკრძალებით შემდგარები გავყვიროდით, "დღეგრძელი იყოს ჩვენი პრეზიდენტი".
მოკლედ, ბელადომანები ვართ. ისევ დავით აღმაშენებელს და სტალინს ველოდებით.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|