#44436212 · 27 Apr 2015, 23:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იტოგში, ძაან საინტერესო იდეაა. და რაც მთავარია მნიშვნელოვანი. არა ისეთი როგორიც თინა მახარაძის გამოთქმა, რო მსახიობმა პირში უნდა აიღოს, მაგრამ მაინც.
სამწუხაროდ ადამიანთა უმეტესობა განიცდის ფინანსურ გაჭირვებას. ალბათ ხშირად ქონია ბევრს შემთხვევა როცა ჭირდებოდა ფული. ექიმთანაა წასასვლელი, ოპერაციისთვის, წამლისთვის ან უბრალოდ რაღაცისთვის. მაგრამ ფიზიკურად ვერ შოულობს. დასალომბარდებელი და ბანკში ჩასადებიც არაფერია. ნუ მთავრობას ხალხი რო კიდია, მაგაში ახალი არაფერია. ამიტო ხშირად ხალხი საკუთარ თავს თავად უნდა დაეხმაროს. მაგრამ სამწუხაროდ მოსახლეობის უმეტესობას ერთმანეთი კიდია. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სხვანაირად ფიქრობენ.
90-ებში იყო ცნობილი მმმ პირამიდა. მაგრამ სამწუხაროდ იარსება სუ რაღაც ნახევარი წელი. თან ძაან არაორგანიზებული იყო. ვინ რამდენს დებდა, როგორ უნდა გადაეხადათ მგონი თითონ არ იცოდნენ. თან ფული ინახებოდა რაღაც სახლში. ბოლოს დაადგნენ ფსბ-დან და 17 კამაზი თანხა გაიტანეს. ხალხი დარჩა ჰაერში. ზოგს სახლები ქონდა გაყიდული. კომუნისტების დროს ფინანსური პირამიდა აკრძალული იყო. არა იმიტო რო რამე კანონი ირღვეოდა, არამედ იმიტო რო ხალხს უცებ არ ეშოვა ფული. სახელმწიფო თავად პირამიდაა და არ აწყობს სხვა მსგავსი წარმონაქმნები. არადა რა მარტივად შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუწიო ფინანსური დახმარება. წარმოიდგინეთ, მილიონმა კაცმა რო ერთს ჩაურიცხოს თუნდაც 1 ლარი, ის კაცი ნახევარ საათში მილიონერი გახდება. ასევე ძაან მარტივად შეიძლება ოპერაციების თანხების შეგროვება, 20-50 ათასი არაა ის თანხა, მაგდენს ბიძოს საძმოდან ზოგი რესტორანში ერთ შესვლაში ხარჯავს. ხშირად ხსნიან აქ თემებს, დაეხმარეთ ვიღაცას, ოპერაცია ჭირდება. 2-3 ათასს ძლივს შეუკოწიწებენ და ეგაა. მაგრამ ესეც უკიდურეს შემთხვევაში. აუცილებლად ვიღაც უნდა კვდებოდეს რო დაეხმარონ. ეს თემა იმაზეა, რო დავეხმაროთ ისეთ ხალხს, ვისაც ფული არა ოპერაციისთვის ჭირდება და დასაფლავებისთვის, არამედ სხვა მიზნებისთვის. მაგალითად უცხოეთში წასასვლელად, ბინის საყიდლად და ა.შ. აქვს ვინმეს სურვილი რო შეიქმნას რაღაც ფონდის მაგვარი, სადაც ყველა მსურველი გადარიცხავს თანხას, რომელიც შემდგომ გადანაწილდება მსურველებზე? ოღონდ რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს სანდო ადამიანი, არა ისეთი ვისაც დაუჯდება მილიონები და მერე მოხევს. ამ საკითხით რა თქმა უნდა მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული, ბევრად მეტი რესურსი აქვთ და კონტროლის უკეთესი საშუალებები, მაგრამ არ აკეთებენ. არ აწყობთ.
საინტერესო იქნება აზრების მოსმენა.
|